საფეხბურთო ინტელექტუალურ თამაშში "მე-12 მოთამაშე" მე-15 ჩემპიონატი გაიმართა, რომელიც საკმაოდ დაძაბული გამოდგა და დრამატული ფინალითაც დასრულდა.
წესებში ორი ცვლილება შევიდა: ბონუს ქულა და ფინალური კითხვის შემთხვევაში ინდივიდუალური დუელი - სწორედ ამ ორმა ცვლილებამ ითამაშა გადამწყვეტი როლი და ბონუს ქულის წყალობით დაინიშნა ფინალური კითხვა, სადაც სანდრო ლოსაბერიძისა (მილანი 1899+) და გაბრიელ ბერაძის (იუვენტინო) ინდივიდუალური დუელი შედგა.
ფინალური დაპირისპირება სანდრომ 13:12 მოიგო და შესაბამისად, მილანი 1899+ გაჩემპიონდა.
ჩემპიონი გუნდის შემადგენლობა ასეთი იყო: სანდრო ლოსაბერიძე ©, გიორგი მელქაძე, ვაჟა ვაჭარაძე, ლაშა ჯამასპაშვილი, დიტო ჯამასპაშვილი და როსტომ კუჭუხიძე.
მხოლოდ ფინალურ კითხვაში დამარცხდა სუპერ გრანდი იუვენტინო და ვიცე-ჩემპიონი გახდა, მესამე ადგილი კი 13 მაისმა დაიკავა, რომელიც ისე ახლოს იყო ჩემპიონობასთან, როგორც არასდროს.
მე-15 ჩემპიონატის სრული ცხრილი ასე გამოიყურება:
