საფეხბურთო ინტელექტუალური თამაშის "მე-12 მოთამაშე" ახალმა სეზონმა სტარტი დრამატული ჩემპიონატით აიღო.
2025 წლის პირველი და ჯამში მე-14 ჩემპიონატის გამარჯვებისთვის ბრძოლა ბოლო კითხვამდე გაგრძელდა და შესაბამისად ეს თამაშის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული ჩემპიონატი გამოდგა.
საბოლოოდ გამარჯვებული გუნდი კაიზერსლაუტერნი გამოვიდა, რომელმაც ჩემპიონატი მეორედ მოიგო.
მე-2 ადგილზე დებიუტანტი გუნდი მეკარის გარეშე გავიდა, რომელიც გამარჯვებულს მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩა.
მე-3 ადგილი დაიკავა ერთგზის ჩემპიონმა გუნდმა - პირველი მერცხალი, რომელმაც დამატებითი მაჩვენებლით გაასწრო რეკორდმაისტერს. ხუთეული კი ასევე აქამდე 2-გზის ჩემპიონმა იუვენტინომ დახურა.
მე-14 ჩემპიონატის სრული სატურნირო მდგომარეობა ასე გამოიყურება:

adjarabet arena მე-12 მოთამაშის პარტნიორია.