საფეხბურთო ინტელექტუალურ თამაშში "მე-12 მოთამაშე" მე-17 ჩემპიონატი გაიმართა.
ჩემპიონი 59 ქულით "ბლაუგრანა" გახდა, რომელიც უკვე 6-გზის ჩემპიონია. მე-2 ადგილი "იუვენტინომ" დაიკავა 57 ქულით, მე-3 ადგილზე კი "13 მაისი" გავიდა 54 ქულით.
2025 წლის გაზაფხული-ზაფხულის სეზონში 4 ჩემპიონატი გაიმართა, რომელმაც 4 განსხვავებული ჩემპიონი გამოავლინა: კაიზერსლაუტერნი, მილანი 1899+, 13 მაისი და ბლაუგრანა.
სეზონის 3 საუკეთესო გუნდი ქულების დაჯამებით 13 მაისი, იუვენტინო და ბლაუგრანა არიან.
ერთადერთი გუნდი, რომელმაც 4-ვე ჩემპიონატი ტოპ 5-ში დაასრულა პირველი მერცხალია (3-5-5-5).
სეზონის საუკეთესო დებიუტანტი "მეკარის გარეშე" გახდა, რომელმაც სეზონის ჯამურ ცხრილში მე-7 ადგილი დაიკავა.
სეზონის ტოპ 3 მოთამაშე ცოტნე ლომსაძე (13 მაისი), ტატო ბაციკაძე (ბლაუგრანა) და ლაშა გოდუაძე (იუვენტინო) გახდნენ.
