მილანში მიმდინარე 2026 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე, ფიგურული ციგურაობის სპორტული ცეკვების კატეგორიაში, დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილმა იასპარეზა.
ქართულმა დუეტმა თავისუფალ ცეკვაში - 118.87, რიტმულ ცეკვაში - 77.15 ქულა, ხოლო ორი პროგრამის ჯამში 196.02 ქულა დაიმსახურა და მე-13 ადგილი დაიკავა, რაც საქართველოს ისტორიაში ამ კატეგორიაში ნაჩვენები საუკეთესო შედეგია.
სპორტული ცეკვების კატეგორიაში ოლიმპიური ოქრო ფრანგულმა წყვილმა მოიპოვა, ვერცხლის მედალს აშშ-ს დუეტი დასჯერდა, ხოლო ბრინჯაოს - კანადური.
13 თებერვალს, თავისუფალი პროგრამით, ყინულზე უკვე ნიკა ეგაძეს ვიხილავთ. მან მოკლე პროგრამაში 85.11 ქულა დაიმსახურა და მე-15 ადგილზე იმყოფება.