VIDEO: უშანსო მარცხი - მამუს გუნდმა კონფერენციის ლიდერთან შინ წააგო
3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
სანდრო მამუკელაშვილის ტორონტო რეპტორსმა აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერ დეტროიტ პისტონსთან საშინაო მატჩი წააგო - 95:113.
პისტონსი რეპტორსს პირველივე წუთებიდან მოყოლებული დამაჯერებლად უგებდა და საბოლოო გამარჯვებაში მცირე კითხვის ნიშანიც კი არ გაუჩენია.
დეტროიტელებს კეიდ კანინგემმა (28 ქულა, 7 მოხსნა, 9 ასისტი) და პოლ რიდმა (22 ქულა, 5 მოხსნა, 3 ასისტი) ულიდერეს, ტორონტოელთა შორის კი 18 ქულაზე მეტი არავის ჰქონია.
რაც შეეხება სანდროს, პარკეტზე 19:37 წუთი გაატარა - 8-დან 2 ბურთი ჩააგდო (6-დან 1 სამქულიანი და 2-დან 1 ორქულიანი). ასევე, 2-დან 2 საჯარიმო გამოიყენა. საბოლოო ჯამში, 7 ქულა, 6 მოხსნა, 1 ასისტი ჩაიწერა აქტივში.
დეტროიტს მოგება-წაგების ბალანსი 40:13-ზე აქვს და კონფერენციას სოლიდური სხვაობით ლიდერობს, ტორონტომ კი 55-დან 32 შეხვედრა მოიგო და მე-5 ადგილზეა.
მამუს გუნდი მომდევნო თამაშს, 20 თებერვლის 05:00 საათზე, ჩიკაგო ბულსთან სტუმრად ჩაატარებს.