საბა ფურცელაძემ 2026 წელს მე-2 ტიტული მოიგო - ეგვიპტის ქალაქ შარმ ელშეიხში გამართული M15 კატეგორიის ტურნირის ჩემპიონობა იზეიმა.
ქართველმა ჩოგბურთელმა ფინალამდე 4-ვე მატჩი სეტწაუგებლად მოიგო, სატიტულო მატჩში კი ბელგიელ რომენ ფოკონს დაუპირისპირდა.
პირველი სეტი საბას გამარჯვებით დასრულდა, მეორეში ბელგიელი უკეთესი იყო, დისაიდერში კი უდაძაბულესი ტაიბრეიკი შედგა და, საბოლოოდ, ფურცელაძემ ის 9:7-ით დახურა - 6:2; 3:6; 7:6.
საბა ფურცელაძემ პროფესიონალურ კარიერაში მე-13 ტიტული მოიგო, მათგან 2 - მიმდინარე სეზონში, ხოლო 6 - გასულ წელს.
24 წლის ქართველს ATP-ის რეიტინგში 199 ქულა აქვს და 269-ე პოზიციას იკავებს.