ჩელსის მცველი მარკ კუკურელია, დაეთანხმა ენცო ფერნანდესს იმ საკითხში, რომ კლუბს შუა სეზონში ენცო მარესკა მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან არ უნდა გაეშვა.
„გაუგებარი გადაწყვეტილება იყო", — ენცო ფერნანდესი მარესკას გაშვებაზე
ესპანელი მცველის თქმით, მარესკასთან მუშაობის 18 თვის განმავლობაში მოთამაშეებს ყველაფერი ავტომატიზმამდე ჰქონდათ დაყვანილი:
„ენცო მარესკასთან თავს უფრო სტაბილურად ვგრძნობდით. ბოლო თვეებში თითქმის ავტომატურად ვთამაშობდით — სისტემის შეცვლის შემთხვევაშიც კი ზუსტად ვიცოდით, რა უნდა გაგვეკეთებინა. ამისთვის დროა საჭირო. შეხედეთ არსენალს, რომელიც ყველა ტიტულისთვის იბრძვის — ისინი მიკელ არტეტასთან თითქმის შვიდი წელია მუშაობენ. პროექტისადმი ნდობას ყოველთვის მოაქვს შედეგი.
როდესაც მწვრთნელი თავდაჯერებულობას გმატებს და ტიტულებისთვის ბრძოლის შესაძლებლობას გაძლევს, მზად ხარ მისთვის თავი გაწირო.
ამიტომ, მარესკას წასვლამ ჩვენზე დიდი გავლენა იქონია. ეს კლუბის გადაწყვეტილება იყო, თუმცა მე რომ მკითხონ, ასეთ ნაბიჯს არ გადავდგამდი.
მსგავსი ცვლილებებისთვის სეზონის დასრულებამდე დალოდება სჯობს, რათა ახალ მწვრთნელსა და მოთამაშეებს სრულფასოვანი მომზადების დრო ჰქონდეთ.“ — აღნიშნა ესპანელმა მცველმა.