ლიეტუვის პატარა ქალაქ დრუსკინინკაიში გამართულ წოლჭიმის ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრებმა ფენომენალური შედეგი აჩვენა და 26 მედალი მოიპოვა.
ჩვენმა გოგონებმა 4 მედალი მოიპოვეს - 2-2 ვერცხლი და ბრინჯაო; ჭაბუკებმა 9 მედლის მოგება შეძლეს - 3-3 ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო; ახალგაზრდულმა ნაკრებმა 5 მედალი გაიფორმა - 3 ოქრო, 1 ვერცხლი, 1 ბრინჯაო; უფროს გოგონათა ღია კატეგორიაში თითო-თითო ოქრო და ბრინჯაო მოიგეს; უფროს ბიჭებს შორის ღია კატეგორიაში ჩვენს ანგარიშზე 4 მედალია - 2 ოქრო, 1 ვერცხლი, 1 ბრინჯაო; ვეტერანების M1 40-50-წლამდე კატეგორიიდან კი ჩვენი ნაკრების აქტივს 2 ოქროს მედალი შეჰმატეს.
შედეგად, საქართველოს ნაკრების ანგარიშზე 11 ოქროს, 7 ვერცხლისა და 8 ბრინჯაოს მედალია.