უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ეთერ ლიპარტელიანმა [53 კგ] ნახევარფინალში შეძლო გასვლა.
ქართველმა ძიუდოისტმა მეოთხედფინალში ფინელი პილა სალონენი იპონით დაამარცხა და ფინალურ ბლოკში მონაწილეობა გაინაღდა.
ნახევარფინალში ეთერის მეტოქე თურქმენეთის სახელით მოასპარეზე მაისა პარდაიევა იქნება, ფინალური ბლოკი 20:00 საათიდან დაიწყება.
25 წლის ეთერ ლიპარტელიანს მსოფლიო ჩემპიონატებზე ამ დრომდე ერთი მედალი აქვს მოპოვებული - 2023 წელს დოჰაში გამართულ ტურნირზე მან ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატი ბუდაპეშტში გუშინწინ, 13 ივნისს დაიწყო, საქართველო ამ დრომდე უმედლოდ ასპარეზობს.