ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

მექსიკა ყურადღების ცენტრში - 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი იწყება
მსოფლიო 2026მსოფლიო 2026

მექსიკა ყურადღების ცენტრში - 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი იწყება

10 ივნ, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ლოდინი დასრულდა.


თითქმის 8 წლის შემდეგ, რაც კანადა, მექსიკა და აშშ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის თანამასპინძლებად დასახელდნენ, გლობალური საფეხბურთო ფესტივალი 11 ივნისს იწყება.


თანამასპინძელი მექსიკა ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ მსოფლიო ჩემპიონატს გახსნის და 104-მატჩიანი ტურნირის პირველ შეხვედრას A ჯგუფში სამხრეთ აფრიკასთან გამართავს.


ბედის ირონიით, ეს დაპირისპირება 2010 წლის მუნდიალის გახსნითი მატჩის სარკისებური გამეორებაა, როდესაც მასპინძელი სწორედ „ბაფანა ბაფანა“ იყო.


უგო ბროსის გუნდმა მეოთხედ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონატის საგზური, CAF-ის საკვალიფიკაციო ეტაპის C ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებით.


სავარაუდო შემადგენლობები:


მექსიკა - რანგელი; გალარდო, ვასკესი, მონტესი, რეიესი; გუტიერესი, ლირა, ფიდალგო; კინიონესი, ალვარადო, ხიმენესი.


სამხრეთ აფრიკა - უილიამსი; მუდაუ, ოკონი, მბოკაზი, მოდიბა; მოკოენა, სიტჰოლე, მბათა; მორემი, ფოსტერი, აპოლისი.


წლევანდელი მუნდიალის გახსნითი მატჩი 11 ივნისს, 23:00 საათზე დაიწყება.


ზუსტად 16 წლის წინ, სამხრეთ აფრიკა და მექსიკა ერთმანეთს აფრიკის კონტინენტზე ჩატარებული პირველი მსოფლიო ჩემპიონატის გახსნით მატჩში შეხვდნენ.


სიფივე ტშაბალალამ ისტორიის ფურცლებზე თავისი სახელი ულამაზესი გოლით ჩაწერა და მასპინძელი გულშემატკივრები აღაფრთოვანა, ხოლო „ელ ტრის“ მხარეს რაფაელ მარკესმა უპასუხა. მარკესი ამჯერადაც იქნება მატჩზე, თუმცა უკვე ხავიერ აგირეს სამწვრთნელო შტაბის წევრის სტატუსით.


მსოფლიო ფეხბურთის ნამდვილი კოლიზეუმი და პირველი სტადიონი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატს მესამედ უმასპინძლებს, მეხიკოს სტადიონი, სადაც 1970 და 1986 წლების ფინალებში პელემ და დიეგო მარადონამ ისტორიული მომენტები შექმნეს, კიდევ ერთხელ მოექცევა ყურადღების ცენტრში.


აქ მსოფლიო ჩემპიონატის 5 მატჩი გაიმართება, მათ შორის მექსიკის პირველი და მესამე ჯგუფური შეხვედრები, ასევე პლეი-ოფის 2 მატჩი.



ამის შემდეგ ყურადღება გვადალახარასკენ გადაინაცვლებს, სადაც აზიისა და ევროპის წარმომადგენლები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს - სამხრეთ კორეის ნაკრები ძალებს ჩეხეთთან მოსინჯავს. 


A ჯგუფის პირველი ტურის მე-2 მატჩი 12 ივნისის დილას, 06:00 საათზე გაიმართება.


ყველაფერი, რაც A ჯგუფის შესახებ უნდა იცოდეთ - მუნდიალი 2026

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

mexico
south-africa

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

News image

05 ივნ, 2026

ყველაფერი, რაც B ჯგუფის შესახებ უნდა იცოდეთ - მუნდიალი 2026

News image

8 სთ წინ

სამი წითელი და გიჟური გახსნითი მატჩი მუნდიალზე

News image

6 სთ წინ

ხულიან კინიონესი - მექსიკის ვარსკვლავი

News image

7 სთ წინ

17 წლის გილბერტო მორა მუნდიალის ისტორიაში ჩაეწერა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება

ყველაფერი, რაც B ჯგუფის შესახებ უნდა იცოდეთ - მუნდიალი 2026

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ყველაფერი, რაც B ჯგუფის შესახებ უნდა იცოდეთ - მუნდიალი 2026
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სამი წითელი და გიჟური გახსნითი მატჩი მუნდიალზე

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სამი წითელი და გიჟური გახსნითი მატჩი მუნდიალზე
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ხულიან კინიონესი - მექსიკის ვარსკვლავი

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ხულიან კინიონესი - მექსიკის ვარსკვლავი
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

17 წლის გილბერტო მორა მუნდიალის ისტორიაში ჩაეწერა

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

17 წლის გილბერტო მორა მუნდიალის ისტორიაში ჩაეწერა
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026