მექსიკამ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ლეგენდარულ აცტეკაზე სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ გამარჯვებით გახსნა.
მატჩში მონაწილეობა ტურნირის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელმაც მიიღო გილბერტო მორას სახით.
17 წლის ნახევარმცველი მატჩის მეორე ტაიმში ჩაერთო, როცა მასპინძლები 1:0-ს იგებდნენ (საბოლოო ანგარიში 2:0), და მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში მე-6 ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახდა.

თუმცა, ეს მისი პირველი მატჩი არ ყოფილა ეროვნულ ნაკრებში. ტიხუანას შემტევ ნახევარმცველს მექსიკის ნაკრებში უკვე 8 შეხვედრა ჰქონდა ჩატარებული და მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ ბოლო 3 მატჩშიც სათადარიგოთა სკამიდან შევიდა - განის (2:0), ავსტრალიისა (1:0) და სერბეთის (5:1) წინააღმდეგ.
ამასთან ტურნირის განმავლობაში მორას სრულიად რეალური შანსი აქვს, მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში მე-2 ყველაზე ახალგაზრდა გოლის ავტორი გახდეს.
