UFC-ში მერაბ დვალიშვილის მომდევნო მეტოქის ვინაობა და ბრძოლის თარიღი ცნობილი გახდა.
ქართველი მებრძოლი თავის მომდევნო ბრძოლას სუპერმსუბუქი წონის მოქმედი ჩემპიონის, პიოტრ იანის, წინააღდეგ გამართავს.
ქართველსა და რუსს შორის ტრილოგია 24 ოქტომბერს UFC 333-ზე შედგება. აღნიშნული ღონისძიება აბუ დაბიში, Etihad Arena-ზე გაიმართება.
დვალიშვილმა და იანმა UFC-ში ბოლო ბრძოლა სწორედ ერთმანეთის წინააღმდეგ გამართეს, რომელშიც გამარჯვება პიოტრმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიპოვა.
აღნიშნული ბრძოლის შემდეგ რუსმა ოპერაცია გაიკეთა და რეაბილიტაციის პროცესს გადიოდა.
თავიდანვე ცნობილი იყო, რომ იანის ოქტაგონზე დაბრუნების შემდეგ ის ქამარს მერაბ დვალიშვილის წინააღმდეგ დაიცავდა და მებრძოლებს შორის ტრილოგია შედგებოდა.