საქართველოს ნაკრებმა ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი მედალი მოიპოვა.
-60 კგ. წონით კატეგორიაში, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა, გიორგი სარდალაშვილმა 1/4 ფინალამდე გააღწია, შემდეგ კი, იაპონელ რიუჯუ ნაგაიამასთან მარცხის გამო, რეპეშაჟში გადაინაცვლა და ბრინჯაოს მედლის მოგება შეძლო.
ცნობისთვის, აღნიშნული წონის ჩემპიონი აზერბაიჯანელი აჰმად იუსიფოვი გახდა, რომელმაც ფინალში ყაზახ შერზოდ დავლატოვს მოუგო.
გიორგი სარდალაშვილმა უშუალოდ მსოფლიო ჩემპიონატზე მე-3 მედალი მოიპოვა - 2024 წელს აბუ დაბიში ჩემპიონი გახდა, ხოლო 2023-ში ასევე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
23 წლის სარდალაშვილის გარდა, ბაქოში მიმდინარე ტურნირზე ჩვენს ქვეყანას წარმოადგენენ - ვაჟა მარგველაშვილი (-66 კგ.), ლაშა შავდათუაშვილი (-73 კგ.), ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ.), ლაშა ბექაური (-90 კგ.), ლუკა მაისურაძე (-90 კგ.), ილია სულამანიძე (-100 კგ.), ირაკლი დემეტრაშვილი (+100 კგ.), გურამ თუშიშვილი (+100 კგ.), ეთერ ლიპარტელიანი (-57 კგ.), ნინო ლოლაძე (-57 კგ.), ნინო გულბანი (-70 კგ.) და სოფიო სომხიშვილი (+78 კგ.).