ეროვნული ლიგის 22-ე ტურის ეგიდით, დიდ დედაქალაქურ დერბიში იბერია 1999 დინამო თბილისს მასპინძლობს.
მატჩის მე-9 წუთზე, ანგარიში დინამოელებმა გახსნეს - მაქსიმ ტეიშეირამ გიორგი ხარაიშვილის ჭკვიანური პასის შემდეგ შეაგდო.
ტეიშეირასთვის მიმდინარე ჩემპიონატში მე-4 გოლია (2 საგოლე პასთან ერთად), ხოლო ხარაიშვილმა მე-3 ასისტი მიითვალა (2 გოლი აქვს).
თბილისური დერბის ოქროს ქულები - რატომაა დღევანდელი თამაში ძალიან მნიშვნელოვანი?