ფაბრიციო რომანოსთან ინტერვიუში ლიონელ მესიმ MLS-ის პლეიოფში ინტერ მაიამის შანსებზე ისაუბრა.
„დიახ, რა თქმა უნდა შეგვიძლია, მაგრამ ეს ადვილი არ იქნება. გვქონდა ეს გამოცდილება გასულ წელს, როცა რეგულარულ სეზონში პირველ ადგილზე დავასრულეთ, მაგრამ პლეიოფს პირველივე დაპირისპირებაში გამოვეთიშეთ.
პლეიოფი სრულიად განსხვავებული ტურნირია, თამაშები სხვა ტიპისაა, გუნდები ბევრად ფრთხილები არიან და ყოველი დეტალისადმი ყურადღება აუცილებელია, რადგან ერთმა ეპიზოდმაც კი შეიძლება გამოგაგდოს თამაშიდან.
მაგრამ, რა თქმა უნდა, მზად ვართ კონკურენციისთვის, ბრძოლისთვის და გამარჯვებისთვის. ეს არის ის, რაც ჩვენ ყველას გვინდა. როგორც გუნდის კაპიტანსა და ლიდერს, ჩემთვის ეს სეზონი ბევრი ცვლილებით სავსე იყო.“ - განაცხადა არგენტინელმა.
პლეიოფის პირველ რაუნდში ინტერ მაიამისა და ნეშვილს შორის საერთო ანგარიში 1-1 არის, გადამწყვეტი მატჩი 9 ნოემბერს გაიმართება.