მილანმა მთავარ მწვრთნელად შესაძლოა კვლავ მასიმილიანო ალეგრი დანიშნოს.
ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, ვინჩენცო იტალიანომ, რომელიც როსონერის ხელმძღვანელობისთვის ყველაზე სასურველი ვარიანტი იყო, ბოლონიასთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოილაპარაკა.
ამის გამო, მილანი თავის ყურადღებას მასიმილიანო ალეგრიზე გადაიტანს, რომელიც, თავის მხრივ, აქტიურად აკვირდება ნაპოლიში ანტონიო კონტეს სიტუაციას და შანსის გამოჩენის შემთხვევაში, ნეაპოლიტანურ გუნდში დანიშვნა ურჩევნია.
მილანი მზად არის, ალეგრის ყველანაირი მოთხოვნები დააკმაყოფილოს, რათა იტალიანოს შემდეგ თავისი მეორე მთავარი ვარიანტიც არ გაუშვას ხელიდან, თუმცა იქამდე, სანამ ნაპოლიში კონტეს მომავალი არ გაირკვევა, ალეგრისთან შეთანხმება ნაკლებად სავარაუდოა.
მასიმილიანო ალეგრი მილანში 2010-2014 წლებში მუშაობდა და გუნდს სერია ა-ც მოაგებინა, ხოლო გასული სეზონის ბოლოს მან იუვენტუსი დატოვა და მას შემდეგ უმუშევარია.