მადრიდის რეალმა ორი ოფიციალური განცხადება გაავრცელა ალვარო არბელოას სისტემაში ორი მნიშვნელოვანი ფეხბურთელის - ედერ მილიტაოსა და არდა გიულერის - ტრავმების შესახებ.
კლუბის სამედიცინო შტაბმა დაადასტურა, რომ ორივე მათგანმა კუნთის ტრავმა მიიღო, რის გამოც ისინი მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში მოედანს ვერ დაუბრუნდებიან.
ბრაზილიელი ცენტრალური მცველის შემთხვევაში, სამედიცინო გამოკვლევებმა მარცხენა ფეხის ბარძაყის უკანა კუნთის დაზიანება გამოავლინა. მილიტაო, რომელიც ალვარო არბელოას დაცვის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო, ახლა რეაბილიტაციის პროცესს დაიწყებს, რომელიც მის ყოველდღიურ პროგრესზე იქნება დამოკიდებული.
რაც შეეხება ახალგაზრდა თურქ ტალანტს, ის მსგავს მდგომარეობაშია. სამედიცინო დასკვნის მიხედვით, მას იგივე პრობლემა აქვს, თუმცა მარჯვენა ფეხზე - ბარძაყის უკანა კუნთის ტრავმა.
იქნებიან ისინი მზად ელ კლასიკოსთვის?
მიუხედავად იმისა, რომ კლუბს მათი არყოფნის ზუსტი ვადა არ დაუკონკრეტებია, მსგავსი ტიპის ტრავმები ჩვეულებრივ რამდენიმე კვირიან აღდგენას საჭიროებს.
გავრცელებული ცნობით, მილიტაოსთვის და არდა გიულერისთვის საკლუბო სეზონი დასრულდა და ისინი შეეცდებიან, რომ მსოფლიო ჩემპიონატს მზად შეხვდნენ.