ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

მიქაუტაძე ფარული ვარიანტია - რას წერს ესპანური გამოცემა ქართველზე?
ფეხბურთიფეხბურთი
ქართულიქართული

მიქაუტაძე ფარული ვარიანტია - რას წერს ესპანური გამოცემა ქართველზე?

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ესპანური Sport ბარსელონას მხრიდან გიორგი მიქაუტაძის დამატების ინტერესზე წერს.


„ბარსელონა კვლავ მთელ ძალისხმევას ხულიან ალვარესის ტრანსფერის დასრულებისკენ მიმართავს, თუმცა კლუბს არ სურს, ატლეტიკოს პასუხის მოლოდინში უმოქმედოდ დარჩეს.


არგენტინელი უკვე მადრიდული კლუბის ვარჯიშებს შეუერთდა, თუმცა კვლავ სურს ბლაუგრანას მაისურის მორგება. გავრცელებული ინფორმაციით, მან ამის შესახებ დიეგო სიმეონესაც აცნობა შეხვედრაზე, რომელიც ოთხშაბათის ვარჯიშამდე გაიმართა.


სანამ ხულიან ალვარესის ტრანსფერი ჩიხშია შესული, ბარსელონას სპორტული ხელმძღვანელობა სხვა ვარიანტებზეც მუშაობს. ერთ-ერთი მათგანი ვილიარეალის თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძეა.


Jijantes-ის ინფორმაციით, კატალონიურ კლუბს ფეხბურთელის გარემოცვასთან უკვე ჰქონდა კონტაქტი. რამდენიმე ადგილობრივი მედიასაშუალების ცნობით კი, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ბარსელონაში შესაძლო გადასვლას თანხმობა უკვე განუცხადა.


მიქაუტაძე იმ ტიპის თავდამსხმელია, რომელსაც ბარსელონა ეძებს და მისი შეძენა ხულიან ალვარესთან შედარებით უფრო ხელმისაწვდომ ვარიანტად განიხილება.


ვილიარეალმა ქართველი ფეხბურთელი 2025 წლის სექტემბერში ლიონიდან 31 მილიონ ევროდ, დამატებით 5 მილიონი ევროს ბონუსების სანაცვლოდ შეიძინა. მიქაუტაძემ კლუბთან ექვსწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც 2031 წლის 30 ივნისამდე მოქმედებს.


თუმცა ახლა მისი ფასი მნიშვნელოვნად გაზრდილია. ვილიარეალი ფეხბურთელის სანაცვლოდ 60-65 მილიონ ევროს მოითხოვს. ბარსელონაში მიაჩნიათ, რომ ეს თანხა უფრო ხელმისაწვდომია, ვიდრე ხულიან ალვარესის შესაძენად საჭირო ინვესტიცია, თუმცა მიქაუტაძის ტრანსფერიც კლუბისგან მნიშვნელოვან ფინანსურ ძალისხმევას მოითხოვს.


მოლაპარაკებები ჯერ მოწინავე ეტაპზე არ გადასულა, თუმცა ფეხბურთელის გარემოცვასთან კონტაქტი ბარსელონას საშუალებას აძლევს, იცოდეს მიქაუტაძის პოზიცია და ის პირობები, რომლებიც ტრანსფერის განსახორციელებლად იქნება საჭირო.


ბარსელონას ინტერესის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მიქაუტაძის მიერ ესპანურ ფეხბურთში სადებიუტო სეზონში ნაჩვენები შედეგებიცაა. ქართველმა ყველა ტურნირზე 15 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა, რითაც ვილიარეალის შეტევის ერთ-ერთ მთავარ ლიდერად ჩამოყალიბდა.


მისმა შედეგიანობამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა „ყვითელი წყალქვეშა ნავის“ გამორჩეულ სეზონში. ვილიარეალმა ლა ლიგა მე-3 ადგილზე დაასრულა, მადრიდის ატლეტიკოს გაუსწრო და ზედიზედ მე-2 სეზონში ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა.


მიქაუტაძე მარსელინოს გუნდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყო და დაამტკიცა, რომ შეუძლია როგორც ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე თამაში, ისე შეტევის სხვა ზონებში გადაადგილება.


სწორედ მისი მობილურობა და შეტევის მთავარ ფიგურად თამაშის უნარი არის ის ორი თვისება, რომელიც ბარსელონაში განსაკუთრებით მოსწონთ." - წერია სტატიაში.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ბარსელონა
გიორგი მიქაუტაძე
ქართული ფეხბურთი
ვილიარეალი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

რა თქვა კვარაცხელიამ ასტონ ვილასთან მატჩის შემდეგ?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რა თქვა კვარაცხელიამ ასტონ ვილასთან მატჩის შემდეგ?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

აკლდა თუ არა მსოფლიო ჩემპიონატს ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელი?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

აკლდა თუ არა მსოფლიო ჩემპიონატს ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელი?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რატომ აჭიანურებს სპორტინგი გიორგი ქოჩორაშვილის ტრანსფერს?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რატომ აჭიანურებს სპორტინგი გიორგი ქოჩორაშვილის ტრანსფერს?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

გამოცდილი ფეხბურთელები - ვის დამატებაზე მუშაობს იბერია?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

გამოცდილი ფეხბურთელები - ვის დამატებაზე მუშაობს იბერია?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

1 სთ წინ

რა თქვა კვარაცხელიამ ასტონ ვილასთან მატჩის შემდეგ?

News image

1 სთ წინ

აკლდა თუ არა მსოფლიო ჩემპიონატს ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელი?

News image

37 წთ წინ

რატომ აჭიანურებს სპორტინგი გიორგი ქოჩორაშვილის ტრანსფერს?

News image

1 წთ წინ

გამოცდილი ფეხბურთელები - ვის დამატებაზე მუშაობს იბერია?

კომენტარები

ლინკის დაკოპირება