ლუკა მოდრიჩმა CBS Sports Golazo-სთან ისაუბრა და განმარტა, თუ როგორ ახერხებს ასეთი ხანგრძლივი კარიერის მიუხედავად, მაინც შეინარჩუნოს მოტივაცია მატჩების დროს.
„როგორ ვრჩები მოტივირებული? ეს უბრალოდ თამაშის სიყვარულია. ძალიან მიყვარს ფეხბურთი. მგონია, რომ მას შემდეგ რაც დავიბადე, ჩემი ბავშვობის ფოტოებზე თან ყოველთვის ფეხბურთის ბურთი მაქვს. სწორედ ეს არის მიზეზი, რაც მტოვებს მოტივირებულს.
როდესაც იგებ ტიტულებს, ეს უნიკალური შეგრძნებაა და გინდა, რომ კვლავ გაიმეორო. სწორედ ეს მაძლევს მოტივაციას, რომ ისევ და ისევ მოვიგო, რადგან როგორც გითხარით - ეს არის დიდი, უნიკალური განცდა.
საიდუმლო? საიდუმლო არ არსებობს. არ ვიცი. ვერ გეტყვით ერთ კონკრეტულ რამეს. იმდენი ფაქტორია, რაც ერთად უნდა შეიკრას, მაგრამ მთავარი მაინც თამაშის სიყვარულია და საკუთარი თავის მსხვერპლად გაღების გაგრძელება და არასოდეს უნდა დაკმაყოფილდე იმით, რაც უკვე გააკეთე.
ფეხბურთში ყოველთვის უნდა დაამტკიცო საკუთარი თავი, არ აქვს მნიშვნელობა რამდენად დიდი ხარ და რას მიაღწიე. მუდამ უნდა აგრძელებდე დამტკიცებას - ასე ვფიქრობ და ალბათ ამის გამოც ვარ ისევ ამ დონეზე.“ - განაცხადა 40 წლის მოდრიჩმა, რომელიც სერია ა-ს მიმდინარე სეზონში საოცარ თამაშს აჩვენებს.
VIDEO: მილანმა სან სიროზე ნაპოლი დაამარცხა და ცხრილში გალიდერდა