მასიმილიანო ალეგრიმ ანტონიო კონტესთან მატჩებში ნავსი გატეხა.
ალეგრის მილანმა გუშინ კონტეს მილანს 2:1 მოუგო და სერია ა-ს ცხრილში გალიდერდა.
VIDEO: მილანმა სან სიროზე ნაპოლი დაამარცხა და ცხრილში გალიდერდა
ამ მატჩამდე, კონტე ალეგრისთან ზედიზედ 7 მატჩის განმავლობაში არ მარცხდებოდა - 5 შემთხვევაში კონტეს გუნდები იგებდნენ, კიდევ 2 მატჩი კი ფრედ დასრულდა.
უკანასკნელი გამარჯვება ალეგრის კონტესთან 2009 წლის 1 ნოემბერს ჰქონდა მოპოვებული, როცა კონტეს ატალანტა ალეგრის კალიარისთან 0:3 დამარცხდა.