ნაპოლის მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ მილანთან მატჩზე და კევინ დე ბრუინზე ისაუბრა.
„არ მიყვარს ინდივიდებზე საუბარი. ჩვენ ერთად ვიგებთ და ვაგებთ, მაგრამ კვირის მატჩთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ სან სიროზე ჩვენი გამოსვლით უფრო კმაყოფილი დავრჩი, ვიდრე შარშანდელი ორი მოგების დროს, სადაც ნამდვილად ვიწვალეთ.
ორი შეცდომა დავუშვით, რაც უნდა გამოვასწოროთ, რომ ისევ საუკეთესო დაცვა გავხდეთ, მაგრამ გუნდი დომინირებდა სან სიროზე, ეს კი ყოველდღე არ ხდება.
რაც შეეხება კევინს, როცა გუნდი კარგად თამაშობს, ისიც კარგად თამაშობს, როცა გუნდს უჭირს, მასაც უჭირს. ჩვენ ვიცით, რისი მოცემა შეუძლია მას.
მას მხარდაჭერა სჭირდება, ჩვენ სწორი ბალანსი უნდა ვიპოვოთ. ხალხი უკიდურესობებში ვარდება - თუ მოვიგეთ, ყველაფერი ფანტასტიკურადაა, თუ წავაგეთ, ყველაფერი ცუდია.
ჩემი საქმეა ვიპოვო გამოსავალი. ეს მხოლოდ ჩვენი მეორე წელია და საკმაოდ რთული, რადგან ყოველ სამ დღეში ვთამაშობთ და რამდენიმე ახალი ფეხბურთელის ინტეგრაცია გვჭირდება, არა მხოლოდ ერთის.
ამას თავის გასამართლებლად არ ვიმეორებ, ეს რეალობაა. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გავუმჯობესდეთ, ყველა ჩავრთოთ, რათა მესამე სეზონისთვის უფრო სტრუქტურირებულად ვიყოთ მზად.“ - განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.