ანტონიო კონტემ მილანთან მატჩის შემდეგ კევინ დე ბრუინის რეაქციაზე გააკეთა კომენტარი.
34 წლის ბელგიელმა თავისი გუნდის ერთადერთი გოლი გაიტანა, 72-ე წუთზე კი შეცვალეს. მოედნიდან გასვლისას, დე ბრუინი ხელებით აშკარად უკმაყოფილებას გამოთქვამდა.
„იმედია, ის შედეგით იყო უკმაყოფილო. თუ საქმე რაიმე სხვაშია, მაშინ ის სხვა ადამიანს უბრაზდება.
უფრო დასვენებული ფეხბურთელები გამოვიყვანე მოედანზე, სწორი ცვლილებები იყო." - აღნიშნა ნაპოლის მთავარმა მწვრთნელმა.
შეგახსენებთ, რომ დე ბრუინი ნაპოლიში გასულ ზაფხულს მან სიტიდან გადავიდა და გუნდის მაისურით უკვე 3 გოლის გატანა მოასწრო.