ამხანაგურ მატჩში ჩელსიმ მილანი 4:1 გაანადგურა.
ლონდონური კლუბის მაისურით დუბლი მიითვალა ლიამ დელაპმა, ერთი გოლი ჟოაო პედრომ შეაგდო, კიდევ ერთი კი მილანის ფეხბურთელმა საკუთარ კარში ჩაჭრა.
იტალიური გუნდის რიგებში თავის გამოჩენა იუსუფ ფოფანამ მოახერხა, რამაც მილანი განადგურებისგან ვერ იხსნა.
როსონერის რიგებში შედგა ლუკა მოდრიჩის დებიუტი, რომელმაც ლიდსთან წინა ამხანაგური მატჩი მთლიანად სათადარიგოთა სკამზე გაატარა, დღეს კი მოედანზე მეორე ნახევრის სტარტზე გამოჩნდა და მთელი ტაიმი ითამაშა.
გამოცემა SofaScore-მ ხორვატ ვეტერან ნახევარმცველს 6.7 შეფასება დაუწერა.