რასმუს ჰოილუნდის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, როსონერი მზადაა დანიელი ფორვარდი 6 მილიონ ევროდ ინათხოვროს და 45 მილიონად გამოსყიდვის შესაძლებლობა დაიტოვოს.
უახლოეს სეზონში მილანი ფეხბურთელის ხელფასს მთლიანად დაფარავს. კლუბები შეთანხმებასთან ახლოს არიან.
პრობლემას ამ ეტაპზე თავად ჰოილუნდის პოზიცია ქმნის, რომელიც მანჩესტერიდან წასვლაზე უარს აცხადებს.
სამწვრთნელო შტაბმა მას უთხრა, რომ ბენჟამინ შეშკოს მოსვლის ფონზე, მისთვის წასვლა საუკეთესო ვარიანტი იქნება, თუმცა ამ ეტაპზე ის დარჩენაზე და ბრძოლაზეა განწყობილი, რის გამოც მილანში ტრანსფერს მწვანეს არ უნთებს.