UFC-ის მებრძოლმა რენატო მოიკანომ არმან ცარუკიანზე ისაუბრა.
რამდენიმე დღის წინ ხაბიბ ნურმაგომედოვმა სომეხ მებრძოლს მსუბუქი წონის დივიზიონში საუკეთესო უწოდა და მასთან ბრძოლაში ილია თოფურიას მხოლოდ 20% შანსი მისცა.
„არ მჯერა, რომ ცარუკიანი ისეთი მაგარია, როგორც ამბობენ. ვფიქრობ, თოფურია მას გადაუვლიდა. არმანის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, თუმცა ჩემში ის სიმპათიებს არ იწვევს. ის ნამდვილად არ არის ის კაცი, რომელთანაც ვიმეგობრებდი.
ცარუკიანი ზედმეტად ქედმაღალია, მე კი არ მიყვარს ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ სხვებზე უკეთესები არიან. კი, შეიძლება როგორც მებრძოლი უკეთესიც იყო, მაგრამ მორალური თვალსაზრისით ეს უფრო კარგს არ გხდის.
რა არის მორალი? მორალი არის სწორი რაღაცის კეთება, თუნდაც ვერავინ გხედავდეს. არ მჯერა, რომ მას აქვს მორალი, თუ ის თავს უფლებას აძლევს, სხვა ადამიანებს დაემუქროს." - აღნიშნა ბრაზილიელმა მებრძოლმა.