ხაბიბ ნურმაგომედოვის აზრით, არმან ცარუკიანი ილია თოფურიასთან შესაძლო ბრძოლაში დიდი ფავორიტი იქნებოდა.
„მჯერა, რომ ცარუკიანი ამჟამად მსუბუქი წონის დივიზიონში საუკეთესოა. ვიტყოდი, რომ თოფურიასთან ბრძოლაში შანსები 80%-20%-ზეა არმანის სასარგებლოდ.
ყველამ ვიცით იმ ჭიდაობის დონე, რომელიც ჰოლოუეის და ოლივეირას ჰქონდათ, პრაქტიკულად ნულოვანი. თოფურიას კი ჯერ არ შეხვედრია მებრძოლი, რომელიც უმაღლეს დონეზე ჭიდაობს. აქამდე, ის მხოლოდ დამრტყმელებთან ჩხუბობდა.
ვიცი, რომ UFC ფრთხილია და არ სურს თოფურიასთვის პირდაპირ ცარუკიანის მიცემა. ამ ეტაპზე, ილია უფრო დიდი ვარსკვლავია, ვიდრე არმანი. თუმცა, თუ ცარუკიანი დიდ გამარჯვებას მოიპოვებს, მას ვეღარ გადამალავენ." - აღნიშნა ხაბიბმა.
ამ ეტაპზე არც ცარუკიანს და არც თოფურიას მომდევნო ბრძოლა ოფიციალურად ჩანიშნული არ აქვთ.