შანხაიში UFC-ის საბრძოლო საღამო გაიმართა.
ღონისძიების თანამთავარ ბრძოლაში ქვემსუბუქი წონის ბრძოლა გაიმართა, სადაც ალჯამეინ სტერლინგი ბრაიან ორტეგას დაუპირისპირდა.
სუპერმსუბუქი წონის ყოფილი ჩემპიონის კუთხეში მისი თანაგუნდელი და სპარინგ-პარტნიორი მერაბ დვალიშვილი ჰყავდა.
ხუთრაუნდიანი ბრძოლა სტერლინგის აბსოლუტური დომინაციით წარიმართა და საბოლოოდ იამაიკელმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით იმარჯვა (50-45, 50-45, 50-45).
ტრადიციულად გამარჯვებულს ბრძოლის შემდეგ მომდევნო სასურველი მეტოქის შესახებ ჰკითხეს. ალჯომ კი სატიტულო შანსი და ალექსანდერ ვოლკანოვსკისთან ბრძოლის დაპირისპირება მოითხოვა.
საბრძოლო საღამოს მთავარ ბრძოლაში ჯონი უოკერმა ჟანგ მინგიანგი მეორე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.