კარიმ ბენზემამ კვლავ ითხოვა, რომ კვირას ალ-ნაჯმას წინააღმდეგ მატჩისთვის ალ-იტიჰადის განაცხადში არ მოხვდეს.
მხარეებს შორის სიტუაცია დაძაბულია, რადგან კონტრაქტის გახანგრძლივების მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა.
კლუბში რამდენიმე ფეხბურთელს კონტრაქტი ეწურება და ისინი წასვლას ცდილობენ. ეს მოულოდნელი ვითარებაა მთავარი მწვრთნელის, სერჟიო კონსეისაუსთვის.
ცნობილია, რომ ბენზემა გუნდთან ერთად ვარჯიშობდა, თუმცა კიდევ ერთხელ შეატყობინა კლუბს, რომ კვირას თამაშისთვის ხელმისაწვდომი არ იქნება.
კონსეისაუს ახალი თავდამსხმელი და ცენტრალური მცველი სურს, მაგრამ ჯერჯერობით არცერთი არ შეუერთდა გუნდს. ახლა, ბენზემას არყოფნისა და სალეჰ ალ-შეჰრის ტრავმის ფონზე, იტიჰადი თავდამსხმელების დეფიციტს განიცდის.
ფაბრიციო რომანოს ცნობით, კარიმ ბენზემა კვლავ არ გეგმავს მატჩის განაცხადში დაბრუნებას, სანამ ალ-იტიჰადის ახალი საკონტრაქტო წინადადება მხოლოდ საიმიჯო უფლებებს მოიცავს.