ალვარო მორატამ შესაძლოა კარიერა ესპანეთში გააგრძელოს.
იტალიური მედიის ცნობით, ლეგანესი, რომელიც ამჟამად სეგუნდა დივიზიონში ასპარეზობს, კომოს თავდამსხმელით ინტერესდება და მხარეებს შორის კონტაქტი უკვე შედგა.
ტრანსფერის მთავარ დაბრკოლებას ფეხბურთელის მაღალი ხელფასი წარმოადგენს. იმისათვის, რომ გარიგება შედგეს, ლეგანესს კომოს დახმარება დასჭირდება, რათა ხელფასის ნაწილი იტალიურმა კლუბმა დაფაროს.
მოლაპარაკებები ამ საკითხზე ამჟამადაც მიმდინარეობს, რადგან მორატას სერია ა-ს წარუმატებელი სეზონის შემდეგ (სადაც მან გოლის გატანა ვეღარ შეძლო) ახალი გამოწვევა ესაჭიროება.