ტოტენჰემის ფეხბურთელებს არ მოსწონდათ, რომ ტომას ფრანკი მუდმივად არსენალზე საუბრობდა.
The Telegraph აღნიშნავს, რომ „მეთოფეებით“ ამგვარმა „აკვიატებამ“ თავისი წვლილი შეიტანა დეზების მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გათავისუფლებაში.
გამოცემის ინფორმაციით, დანიელი სპეციალისტი გუნდურ შეკრებებზე მუდმივად უსვამდა ხაზს პრემიერ ლიგის ლიდერების ღირსებებს, რამაც ზოგიერთი მოთამაშის გაღიზიანება გამოიწვია.
„ის ფეხბურთელებს მუდმივად არსენალზე ელაპარაკებოდა და მათ ეს მალე მობეზრდათ. ემირეითსზე გამართულ მატჩამდე და მის შემდეგაც კი, ის მოთამაშეებს ეუბნებოდა, თუ რამდენად კარგია არსენალი.
ზოგიერთი ფიქრობდა: „მოშორდი უკვე შენი არსენალიანად“, – აცხადებს წყარო.
დანიელი სპეციალისტი ტოტენჰემიდან გუშინ, დანიშვნიდან 8 თვის შემდეგ, ცუდი შედეგების გამო გაათავისუფლეს.