• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
მოსწავლე და მასწავლებელი მუნდიალის ფინალში
მსოფლიო 2026მსოფლიო 2026

მოსწავლე და მასწავლებელი მუნდიალის ფინალში

18 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

დიდებისა და აღიარების მოპოვება იშვიათად ხდება მარტო. პროფესიის, თანდაყოლილი ნიჭისა თუ გზადაგზა შეძენილი უნარებისა და გამოცდილების მიუხედავად, თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ წარმატებისკენ მიმავალ გზაზე ვინმე მნიშვნელოვანი მასწავლებელი, მენტორი ან გავლენიანი პირი ყველას ჰყოლია. არგენტინა და ესპანეთი ერთმანეთს მსოფლიოს საფეხბურთო პირველობის ფინალში ხვდებიან, 2026 წლის ჩემპიონატის ამ ორ საუკეთესო ნაკრებს კი, სხვა ბევრ რამესთან ერთად, დამრიგებელსა და მოსწავლეს შორის არსებული კავშირი აერთიანებთ.



ესპანეთის ნაკრების 65 წლის მთავარი მწვრთნელი, ევრო 2024-ის გამარჯვებული ლუის დე ლა ფუენტე ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციასთან 2013 წლიდან თანამშრომლობს, წვრთნიდა რა სამშობლოს U19, U21 და U23 ეროვნულ გუნდებს, რომლებთან ერთადაც შესაბამისი ასაკობრივი სამი ევროპის ჩემპიონატი მოიგო. შესაძლოა, ბევრმა არ იცოდეს, რომ ტიტულოვანი ესპანელი სპეციალისტი 2017 წელს არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ლიონელ სკალონის ლექტორიც იყო, როდესაც იმ დროს 39 წლის არგენტინელი სამწვრთნელო ლიცენზიას იღებდა. სკალონიმ ერთი წლის შემდეგ არგენტინის ოცწლამდელთა ნაკრები ჩაიბარა.


ღრმა ესპანური კავშირები


სკალონის, ისევე როგორც არგენტინელთა კაპიტან ლიონელ მესისა და სხვა ფეხბურთელებს, ესპანეთთან მჭიდრო კავშირი აქვს – მას უთამაშია „დეპორტივო ლა კორუნიაში“, სანტანდერის „რასინგსა“ და „მალიორკაში“. იგი დღემდე ესპანეთში ცხოვრობს და არგენტინაში მხოლოდ ეროვნული ნაკრების შეკრებებზე ჩადის. ვინაიდან მისი ფეხბურთელების უმეტესობა ევროპაში თამაშობს, იქ ცხოვრება სკაუტინგსა და მათთან შეხვედრებს ბევრად აადვილებს. მისი მეუღლე, ელისა მონტერო, ესპანელია, ვისთანაც სკალონის ორი შვილი ჰყავს. დე ლა ფუენტესთან მისი კავშირი 2017 წლის 16 ნოემბერს, მადრიდში, სამწვრთნელო შტაბ La Ciudad del Futbol-ში დაიწყო, სადაც ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია სამწვრთნელო კურსებს ატარებს, მათ შორის – სპეციალურ პროგრამას იმ ფეხბურთელებისთვის, რომლებსაც ესპანეთში მინიმუმ რვა წელი აქვთ ნათამაშები. სკალონიმ UEFA-ს პრო-ლიცენზია (ყველაზე მაღალი კატეგორია) მადრიდში მიიღო და კურსებს გადიოდა არგენტინის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელებთან, ხავიერ სავიოლასა და ფერნანდო რედონდოსთან ერთად.



„ის ჩემი ლექტორი იყო სამწვრთნელო კურსებზე“, – განაცხადა სკალონიმ 2024 წლის კოპა ამერიკის პრესკონფერენციაზე. „გარდა იმისა, რომ ლუისი ჩვენი ლექტორი იყო, მან ძალიან ბევრი რამ გვასწავლა. ის შესანიშნავი ადამიანია. მასთან ბევრი მისაუბრია და წარმატებებს ვუსურვებ. მართალი გითხრათ, სასიამოვნოა იმის ყურება, თუ როგორ საუბრობს, როგორ იქცევა და როგორ თამაშობენ მისი ფეხბურთელები ესპანეთისთვის. ის ყველაფერს ძალიან კარგად აკეთებს. ჩემი ოჯახის ნაწილი ესპანურია, ამიტომ მას წარმატებას ვუსურვებ.“.


ეს სიტყვები ითქვა გასაოცარი სერიის, სამი სანაკრებო ტურნირის (კოპა ამერიკა 2021, მუნდიალი 2022 და კოპა ამერიკა 2024) ზედიზედ მოგების შემდეგ.


განსხვავებული, თუმცა ეფექტური სტილები


მიუხედავად იმისა, რომ წლევანდელი მუნდიალის ფინალისტ გუნდებს ერთმანეთის მსგავსი სტილის მქონე  არაერთი ფეხბურთელი ჰყავთ, მათი სათამაშო მიდგომები მნიშვნელოვნად განსხვავდება. ორივე ნაკრებში არიან ვასრკვლავი ფეხბურთელები, რომლებსაც ბურთის შენარჩუნება და რთული სიტუაციებიდან გამოსვლა შეუძლიათ, არიან დინამიური მოთამაშეები, რომლებიც ფლანგებზე მაგიის შექმნას ახერხებენ, ხოლო ფორვარდები არ ერიდებიან უკან დაწევას ბურთის მისაღებად და დიაგონალური გარღვევებით მრავალფეროვნების შეტანას...


დე ლა ფუენტეს ესპანეთის ნაკრები პოზიციურ თამაშზეა დაფუძნებული: 4-3-3 წყობა, რომელიც ბურთის ფლობისას გარდაიქმნება მაღალ 3-2-5 ან 2-3-5 სქემად. „ფურია როხას“ მუდამ სურს ბურთის მაქსიმალურად გაკონტროლება და მეტოქის დაღლა ზუსტი პასებით, სანამ ხელსაყრელ მომენტს არ მიაგნებს. მთავარი, რაც ესპანეთის ახლანდელ ნაკრების სტილს ძველი „ტიკი-ტაკასგან“ განასხვავებს, არის ვერტიკალურობა, რაც მეტოქის დაცვის ზურგს უკან რეალურ საფრთხედ აქცევს. ესპანელები ბოლომდე ახვევენ თავს მეტოქეს საკუთარ სტილსა და იდენტობას, რამაც შედეგიანად იმუშავა ამერიკულ მუნდიალზე.


არგენტინელებს ნაკლებად აქვს ფიქსირებული, ბურთის ფლობაზე დაფუძნებული სისტემა. მათი პლიუსი უფრო მდგრადობასა და კონტრშეტევებზეა აგებული: ისინი იღებენ წნეხს თავის თავზე და მომენტალურად ახორციელებენ მახვილგონივრულ იერიშებს. ზოგჯერ ეს სტილი გამაღიზიანებელი ჩანს, რადგან ისინი ცდილობენ ბურთის უკან გადათამაშებით, გადაადგილებითა და შეტევითი მიდგომების შეცვლით მეტოქის დაცვაში შეცდომები გამოიწვიონ. ლიონელ სკალონის გუნდს ოთხივე საპლეი-ოფო შეხვედრაში დასჭირდა ან უკან დაბრუნება, ან დამატებითი დრო, რათა წარმატების მთავარ შემოქმედ ლეო მესისა და კომპანიას ეფექტური ცვლილებების მეშვეობით ფიზიკური უპირატესობა მოეპოვებინათ. მათი სავიზიტო ბარათია სიმშვიდე და თავდაჯერებულობა მატჩების ბოლო 20 წუთში, რითაც სჯიან მეტოქეს, რომელიც ან უკან იხევს, ან ტემპს კარგავს. დაცვაში კი მათ არ ეშინიათ სამხრეთ ამერიკული ტაქტიკის გამოყენება: თამაშის ტემპის დაგდება ჯარიმებითა და მეტოქის ნერვებზე თამაშით...


დომინაციის ეპოქა


სკალონის ხელმძღვანელობით, „ალბისელესტე“ აგრძელებს თავის ტრიუმფალურ დაბრუნებას მსოფლიო სცენაზე და მიზნად ისახავს ზედიზედ მეორე მსოფლიო ჩემპიონობას. ეს არის დაუჯერებელი სერია, რომელმაც დაასრულა არგენტინელების მრავალწლიანი ლოდინი და 1993 წლიდან 2021 წლამდე გაწელილი გვალვიანი სეზონი. ესპანეთმა მსგავსი რამ 14 წლის წინ გააკეთა, როდესაც ევრო 2008-სა და 2010 წლის მუნდიალს ევრო 2012-იც მიაყოლა. ახლა ორივე გუნდი იმედოვნებს, რომ მათ მიერ მოპოვებულ ტიტულებს კიდევ ერთს შემატებენ. როდესაც დე ლა ფუენტე და სკალონი გვერდიგვერდ დადგებიან და ერთმანეთს პატივისცემით მიესალმებიან, ეს იქნება ორი განსხვავებული, მაგრამ ეფექტური საფეხბურთო ფილოსოფიის დაპირისპირება.


„გამიმართლა, რომ სხვადასხვა სამწვრთნელო კურსებს ვუძღვებოდი. ჩვენ ვასწავლიდით ფეხბურთელთა ისეთ თაობას, როგორებიც არიან ჩავი ერნანდესი, შაბი ალონსო, რაული... საფეხბურთო ვარსკვლავები, რომლებსაც სურდათ, მწვრთნელები გამხდარიყვნენ, მათ შორის ლიონელ სკალონის წვრთნის ბედნიერებაც მქონდა“, – განაცხადა დე ლა ფუენტემ ორი წლის წინ. „ჩვენ გამორჩეული ურთიერთობა გვაქვს. ის მსოფლიო ჩემპიონია, რაშიც თავიდან ბევრს ეჭვი ეპარებოდა, ამბობდნენ, რომ საამისოდ მცირე გამოცდილება ჰქონდა, მაგრამ იგი ჭკვიანი და იღბლიანია, რამაც არგენტინა როგორც კონტინენტის, ისე მსოფლიოს ჩემპიონი გახადა“.



ესპანეთი და არგენტინა მუნდიალების ისტორიაში ერთმანეთს აქამდე მხოლოდ ერთხელ, შორეულ 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე შეხვედრიან, როდესაც ჯგუფური ეტაპის I ტურში სამხრეთ ამერიკელებმა ლუის არტიმეს დუბლით 2:1 სძლიეს ხოსე ვილიალონგას დამოძღვრილ „ფურია როხას“.


პაატა ჩახვაშვილი

პაატა ჩახვაშვილი

ლუის დე ლა ფუენტე
სკალონი
spain
argentina

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

კროოსის ტვიტი - გერმანელი ესპანეთის მოგებით კმაყოფილია

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

კროოსის ტვიტი - გერმანელი ესპანეთის მოგებით კმაყოფილია
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

დე ლა ფუენტე: ,,უდიდეს სიამაყეს ვგრძნობ, ეს გუნდი არასოდეს იღლება"

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

დე ლა ფუენტე: ,,უდიდეს სიამაყეს ვგრძნობ, ეს გუნდი არასოდეს იღლება"
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სკალონის ცრემლები - "სავარაუდოდ გავჩერდები"

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სკალონის ცრემლები - "სავარაუდოდ გავჩერდები"
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

შეასრულებს კუკურელია პირობას? - დე ლა ფუენტეს ტატუ

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

შეასრულებს კუკურელია პირობას? - დე ლა ფუენტეს ტატუ
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

News image

9 სთ წინ

კროოსის ტვიტი - გერმანელი ესპანეთის მოგებით კმაყოფილია

News image

44 წთ წინ

დე ლა ფუენტე: ,,უდიდეს სიამაყეს ვგრძნობ, ეს გუნდი არასოდეს იღლება"

News image

32 წთ წინ

სკალონის ცრემლები - "სავარაუდოდ გავჩერდები"

News image

23 წთ წინ

შეასრულებს კუკურელია პირობას? - დე ლა ფუენტეს ტატუ

კომენტარები

ლინკის დაკოპირება