მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
რანდალ კოლო მუანის იუვენტუსში დარჩენის შანსები მცირდება.
ფეხბურთელი კლუბს პსჟ-დან ზამთარში იჯარით შეუერთდა და პირველ 3 მატჩში 5 გოლი გაიტანა, თუმცა მას შემდეგ კლუბის და ნაკრების მაისურით 10-მატჩიანი უგოლო სერია დაუგროვდა.
იგორ ტუდორის ხელმძღვანელობით გამართულ პირველ მატჩში კოლო მუანი მოედანზე არ გასულა.
La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ტიაგო მოტას წასვლის შემდეგ, შანსები იმის, რომ იუვენტუსი სეზონის ბოლოს კოლო მუანის გამოსყიდვას შეეცდება, კიდევ უფრო შემცირდა.
თავის მხრივ, ფრანგული პრესა წერს, რომ კოლო მუანის მომავალი არც პსჟ-ში აქვს, რადგან პარიზულ კლუბში მასზე იმედებს არ ამყარებენ.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები