ფაბრიციო რომანოს ექსკლუზიური ინფორმაციით, ბრაიტონმა მოულოდნელი ტრანსფერი შეათანხმა და პასკალ გროსს დორტმუნდის ბორუსიადან იბრუნებს.
მხარეებს შორის სრულფასოვან ტრანსფერზე შეთანხმება შედგა და მომდევნო 48 საათში სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ, ყველაფერი გაოფიციალურდება.
პასკალ გროსი ბრაიტონში 2017-2024 წლებში თამაშობდა, 2024 წელს კი კარიერა დორტმუნდში გააგრძელა.
ნახევარმცველს გერმანიის ნაკრებში 2023 წლიდან 16 მატჩი აქვს ჩატარებული და 1 გოლი გატანილი.