ბენფიკას მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, პორტუს მწვრთნელის ასისტენტთან, ლუჩო გონსალესთან მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა.
გუნდებს შორის თამაში ფრედ, 2:2 დასრულდა. მოურინიო და გონსალესი მატჩის ბოლო წუთებზე გააძევეს.
„მან 50-ჯერ მიწოდა მოღალატე. მინდა ამიხსნას: ვის ვუღალატე? მე პორტუში ჩემი სული ჩავდე, შემდეგ წავედი ჩელსიში, ინტერში, რეალში; მოვიარე მთელი მსოფლიო და ყოველდღე კლუბებს ჩემი ცხოვრების 24 საათს ვჩუქნიდი. ამას პროფესიონალიზმი ჰქვია.
ფანების მხრიდან შეურაცხყოფა გასაგებია, მაგრამ როცა ამას კოლეგა აკეთებს...
როდესაც ის მარსელში გადავიდა, უღალატა პორტუს? მას შეეძლო სხვა რაღაც ეთქვა, მაგრამ ალბათ ჩათვალა, რომ ასე უკეთესი იქნებოდა. თუმცა ვფიქრობ, ეს ჩემს პროფესიონალიზმზე თავდასხმაა.
ფანების მხრიდან შეურაცხყოფა სხვაა, ეს ფეხბურთის ნაწილია. ეს ის ფანები არიან, რომლებიც ჩემს ფეხებთან იყვნენ, როცა ქალაქში ვსეირნობდი. მაგრამ როცა ამას კოლეგა აკეთებს... ის ჩემსავით პროფესიონალია, სხვადასხვა კლუბში უთამაშია. მე ეს არ მესმის. რატომ ვარ მოღალატე? იმიტომ, რომ მთელ ძალას ბენფიკას სასიკეთოდ ვიყენებ? ხვალ ეშტრელაში, მორეირენსესა თუ ლეირიაში რომ მოვხვდე, იქაც ასე დავიხარჯები.
ეს არ მომეწონა“, – განაცხადა ბენფიკას მთავარმა მწვრთნელმა.