მადრიდის რეალის ყოფილმა ნახევარმცველმა, კლარენს ზეედორფმა, ვინისიუსის მიმართ გამოვლენილ რასიზმსა და ჟოზე მოურინიოს სკანდალურ რეაქციაზე ისაუბრა.
ინციდენტი თებერვალში, ჩემპიონთა ლიგის მატჩისას მოხდა, როდესაც ბენფიკასა და რეალის დაპირისპირებისას (0:1) ვინისიუსმა გოლის აღნიშვნის გამო ყვითელი ბარათი მიიღო. ბრაზილიელმა განაცხადა, რომ მეტოქე გუნდის ფორვარდმა, ჯანლუკა პრისტიანიმ მას „მაიმუნი“ უწოდა.
მატჩის შემდეგ ჟოზე მოურინიომ აღნიშნა: „რაღაც რიგზე ვერ არის. ყველა სტადიონზე, სადაც ის თამაშობს, ყოველთვის რაღაც ხდება“.
გაგვაკვირვა იმამ, რაც ჟოზემ თქვა და როგორც თქვა. ის შესანიშნავი კომუნიკატორია და სპორტის სამყაროში გამორჩეული პიროვნებაა. როდესაც ასეთი დონის ადამიანი მსგავს განცხადებას აკეთებს... მოურინიომ შეცდომა დაუშვა. მოგვიანებით მან ეს გამოასწორა და ეს ნორმალურია. სწორედ ასე უნდა ვიმოქმედოთ: თუ ვინმე ცდება, უნდა მივუთითოთ. შესაძლოა, ხვალ მეც შევცდე და თუ ეს სხვას ავნებს, მეც უნდა მიმითითონ.