მიუხედავად იმისა, რომ ჟოზე მოურინიოს ბენფიკასთან კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს, მისი მომავალი კლუბში კვლავ ბუნდოვანია.
ესპანური გამოცემა AS წერს, რომ ეჭვები პორტუგალიელი სპეციალისტის გარშემო არ წყდება, მიუხედავად მისი შთამბეჭდავი საშინაო რეკორდისა.. 16 მოგება და 8 ფრე.
კონფლიქტის მთავარი მიზეზი მოურინიოს ხისტი ხასიათი და მისი ბოლო განცხადებებია. მან საჯაროდ გააკრიტიკა საკუთარი ფეხბურთელები, რაც კლუბში დაძაბულობის მიზეზი გახდა. თუმცა, AS აღნიშნავს, რომ ჟოზე თავის ავტორიტეტს კრიზისების ჩასახშობადაც წარმატებით იყენებს.
მოურინიოს წასვლის რეალური შანსი მისსავე კონტრაქტში დევს. მიუხედავად იმისა, რომ ის ბენფიკას 2025 წლის სექტემბერში შეუერთდა, ხელშეკრულებაში არის პუნქტი, რომელიც მას კლუბის დატოვების უფლებას ყოველგვარი ფინანსური ჯარიმის გარეშე აძლევს.
ბენფიკასთვის სეზონი გადამწყვეტ ფაზაში შედის და მომავალი მატჩების შედეგები განსაზღვრავს, დარჩება თუ არა განსაკუთრებული ლისაბონში, თუ ისევ ახალ გამოწვევას დაუწყებს ძებნას.