ატლეტიკოს ყოფილმა ნახევარმცველმა, საულ ნიგესმა, რომელიც ამჟამად ფლამენგოში თამაშობს, ჩემპიონთა ლიგის 2014 და 2016 წლის ფინალებში მადრიდის რეალთან განცდილი მარცხი გაიხსენა.
ეს არის იარა, რომელიც სამუდამოდ შენთან რჩება. ჩემთვის საქმე მხოლოდ რეალთან წაგება კი არა, ზოგადად ჩემპიონთა ლიგის ფინალის დათმობა იყო. ხალხი მეკითხებოდა, მომიხსნა თუ არა ეს ტვირთი ლიბერტადორესის თასის მოგებამ — ზოგი ფეხბურთელისთვის ასეა, მაგრამ პირადად ჩემთვის, ერთი გამარჯვება მეორე მარცხს ვერ შლის.
ყველაზე მეტად 2016 წლის ფინალმა მატკინა გული — მათი გოლი თამაშგარედან გავიდა, შემდეგ პენალტი ვერ გამოვიყენეთ, რეალს კი წითელი ბარათი არ მისცეს. ეს იყო სასტიკი. ის, რომ ჩემპიონთა ლიგა ვერ მოვიგეთ, დღემდე ღრმა ტკივილს იწვევს.
ფეხბურთელმა ასევე გაიხსენა დიეგო სიმეონეს მდგომარეობა იმ პერიოდში:
მართალია, ის ღიად საუბრობდა წასვლის შესაძლებლობაზე. სიმეონე განადგურებული იყო. მესმოდა მისი ტკივილი, მაგრამ მაშინ ვფიქრობდი, რომ ამ სიტყვებისთვის შესაფერისი მომენტი არ იყო. ყველანი განადგურებულები ვიყავით და პირიქით, გაერთიანება გვჭირდებოდა.