მადრიდის რეალის ყოფილმა ნახევარმცველმა, სამი ხედირამ, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ბაიერნთან დაპირისპირებაზე ისაუბრა.
„მათი შეჩერება შეუძლებელია. ევროპაში მსგავსი არაფერი მინახავს ასეთ დონეზე. ბაიერნი ორიენტირებულია დიდ გამარჯვებებზე და არასდროს კმაყოფილდება 1:0, 2:0 ან 3:0 ანგარიშით.
მბაპე და ვინისიუსი მაღალი პრესინგის დროს თავს კომფორტულად ვერ გრძნობენ, რამაც შესაძლოა რეალის მონოლითურობა დაარღვიოს და გუნდურ სულზე იმოქმედოს.
თუ ბაიერნი მოახერხებს ბურთის მცველების ზურგს უკან ჩაგდებას, რეალს მათი სწრაფი გარღვევების შეჩერება ძალიან გაუჭირდება. სწორედ ამაშია მათი მთავარი ძალა — კიმიხის, პავლოვიჩისა და კეინის გამჭოლი გადაცემები უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს.“