• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
რეალის რომელი ვარსკვლავი დარჩება სკამზე ბაიერნთან?
ფეხბურთიფეხბურთი

რეალის რომელი ვარსკვლავი დარჩება სკამზე ბაიერნთან?

05 აპრ, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

სამშაბათ საღამოს რეალი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველ მატჩში ბაიერნს დაუპირისპირდება. მაშინ როდესაც ბაიერნმა ფრაიბურგთან სტუმრად 0:2-დან შემოატრიალა თამაში, რეალი მალიორკასთან 2:1 დამარცხდა.


მადრიდელთა ერთადერთი დადებითი ნაწილი ცენტრალური მცველი ედერ მილიტაო იყო, რომელმაც ბრწყინვალე თავური გოლით ანგარიში დროებით გაათანაბრა.


რეალი ქულებს კარგავს - ტიტულისთვის ბრძოლა რთულდება


მილიტაო მოედანს მორიგი სერიოზული ტრავმის შემდეგ დაუბრუნდა. ის ოთხი თვის განმავლობაში მკურნალობდა გაწყვეტილ მყესს. ბრაზილიელი ვარსკვლავი რეალის საუკეთესო ცენტრალური მცველი და გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა, თუმცა ეს მისი მესამე მძიმე ტრავმაა ბოლო პერიოდში, წინა ორ სეზონში ჯვარედინი მყესების გაწყვეტის შემდეგ.

რეალი რისკზე არ მიდის და მილიტაოს ჯანმრთელობას მაქსიმალური სიფრთხილით ეპყრობა. Diario AS-ის ინფორმაციით, მილიტაო არა მხოლოდ მალიორკასთან არ მოიაზრებოდა სასტარტო შემადგენლობაში (ის მოედანზე 60-ე წუთზე შევიდა), არამედ ის არც ბაიერნთან მატჩში დაიწყებს თამაშს პირველივე წუთებიდან.

შესაძლოა ბაიერნს ჰარი კეინი დაუბრუნდეს, თუმცა მისი არყოფნის შემთხვევაშიც კი გერმანულ გრანდს გოლების გატანა არაერთ ფეხბურთელს შეუძლია: სერჟ გნაბრი, მაიკლ ოლისე, ლუის დიასი, ლენარტ კარლი, ჯამალ მუსიალა და ტომ ბიშოფი - ყველა მათგანი ძალიან სახიფათოა.

შესაბამისად, მილიტაოს სათადარიგო სკამზე დატოვება რისკია, თუმცა მისი განმეორებითი ტრავმა შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მატჩისა და ლა ლიგის დარჩენილი ნაწილისთვის.

არსებობს მოსაზრება, რომ ტიბო კურტუას არყოფნაში, ჯანმრთელი მილიტაო რეალის ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშეა. თუ ვინისიუს ჟუნიორი, კილიან მბაპე ან ჯუდ ბელინგემი აკლია გუნდს, სხვა ვარსკვლავებს შეუძლიათ მათი შეცვლა, თუმცა როდესაც მილიტაო არ არის, სხვა ცენტრალურ მცველებსა და მას შორის ძალიან დიდი სხვაობაა.

ანანო მკალავიშვილი

ანანო მკალავიშვილი

ბაიერნი
ბეილი
ჩემპიონთა ლიგა
ჰარი კეინი
მილიტაო
რეალი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

მუნდიალის წინ უკვდავყოფილი კაპიტანი

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

მუნდიალის წინ უკვდავყოფილი კაპიტანი
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

დიდი დაბრუნება - რეალს მოურინიო გაწვრთნის

•ფეხბურთი

ფეხბურთი

დიდი დაბრუნება - რეალს მოურინიო გაწვრთნის
•ფეხბურთი

ფეხბურთი

პერესის კონკურენტი: „თუ პრეზიდენტად ამირჩევთ, როდრი რეალში ითამაშებს"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

პერესის კონკურენტი: „თუ პრეზიდენტად ამირჩევთ, როდრი რეალში ითამაშებს"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რეალის პრეზიდენტობის კანდიდატი: „თუ ამირჩევთ, ჰალანდს ვყიდულობ"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რეალის პრეზიდენტობის კანდიდატი: „თუ ამირჩევთ, ჰალანდს ვყიდულობ"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

18 სთ წინ

მუნდიალის წინ უკვდავყოფილი კაპიტანი

News image

10 სთ წინ

დიდი დაბრუნება - რეალს მოურინიო გაწვრთნის

News image

9 სთ წინ

პერესის კონკურენტი: „თუ პრეზიდენტად ამირჩევთ, როდრი რეალში ითამაშებს"

News image

9 სთ წინ

რეალის პრეზიდენტობის კანდიდატი: „თუ ამირჩევთ, ჰალანდს ვყიდულობ"

კომენტარები

ლინკის დაკოპირება