ბარსელონას ლეგენდარულმა ნახევარმცველმა, რონალდინიომ, კლუბის ახალგაზრდა ვარსკვლავის, ლამინ იამალის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ბლაუგრანას“ 10-ნომრიანი მაისური საიმედო ხელშია.
„ეჭვგარეშეა, ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა, უკვე წარმოუდგენელ რაღაცებს აკეთებს. ასე რომ, ეს მაისური საიმედო ხელშია.
რაც შეეხება ამჟამინდელ ბარსელონას — ის ნამდვილად რჩება ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს გუნდად.
ჩვენ ყოველთვის ვადევნებთ თვალს და ვიმედოვნებთ, რომ ბარსა რაიმე საოცრებას შექმნის.“ — აღნიშნა გაუჩომ.
რეალის ფანებს თუ გამოვაცდევინეთ თავი, აბა კულეებს ხომ არ დაგჩაგრავდით?!