2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც აშშ-ში იმართება, შესაძლოა ისტორიაში ყველაზე სკანდალური აღმოჩნდეს. ტურნირის დაწყებამდე 48 საათით ადრე, საორგანიზაციო საკითხები და საიმიგრაციო პოლიტიკა ფეხბურთზე უფრო აქტუალური გახდა.
ყველაზე ხმაურიანი ფაქტი სომალელი მსაჯის, ომარ არტანის შემთხვევაა. მიუხედავად იმისა, რომ იგი ფიფას მიერ ოფიციალურად იყო შერჩეული მსაჯთა გუნდში, აშშ-ის საიმიგრაციო სამსახურმა მას ქვეყანაში შესვლაზე უარი განუცხადა 11-საათიანი დაკითხვის შემდეგ. ეს ფაქტი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა - დისკრიმინაციული სავიზო პოლიტიკა პირდაპირ ემუქრება ჩემპიონატის სტრუქტურას.
სომალელი მსაჯის კომენტარი მუნდიალიდან მოხსნაზე
ექსპერტები და ფეხბურთის წარმომადგენლები შიშობენ, რომ ფიფამ კონტროლი დაკარგა საკუთარ ტურნირზე. აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკა, რომელიც ბლოკავს ფეხბურთელებს, გულშემატკივრებსა და ოფიციალურ პირებს გარკვეული ქვეყნებიდან, ეწინააღმდეგება ფიფას პრინციპს, რომ მსოფლიო ჩემპიონატი ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს.
ირანის ნაკრებისთვის ბილეთების გაუქმებამ და გუნდის წევრებისთვის ვიზებზე უარის თქმამ ჩემპიონატის სრული ქაოსის ნიშნები გამოკვეთა.
სკანდალი მუნდიალამდე - ირანს ბილეთების კვოტა გაუუქმდა
კითხვა პასუხის გარეშე რჩება - ვინ მართავს სინამდვილეში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატს – ფიფა, თუ აშშ-ის მთავრობა თავისი პოლიტიკური დღის წესრიგით?