გამთენიისას აშშ-ში ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი გაეშვა თავისი ახალი ფორმატით, რომელშიც 32 გუნდი მონაწილეობს.
გახსნის მატჩში ერთმანეთს ეგვიპტური ალ აჰლი და ინტერ მაიამი დაუპირისპირდნენ, რომლის შემადგენლობაშიც სასტარტოში ლეო მესიც იყვნენ, სერხიო ბუსკეტსიც და ლუის სუარესიც.
შეხვედრა ნულოვან ფრედ დასრულდა, მატჩის გმირად კი ინტერ მაიამის 38 წლის გოლკიპერი, ოსკარ უსტარი მოგვევლინა, რომელმაც პირველი ტაიმის მიწურულს ალ აჰლის ნახევარმცველ ტრეზეგეს პენალტი აუღო.
საბოლოოდ მატჩში გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება ვერცერთმა გუნდმა ვერ შეძლო და გუნდებმა ქულები გაიყვეს.
ამავე ჯგუფის მეორე შეხვედრა პორტო (პორტუგალია) - პალმეირასი ბრაზილია) ხვალ, 16 ივნისს, 02:00 საათზე გაიმართება.