ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

მსოფლიოს საუკეთესო ლიგები - სად არის ეროვნული ლიგა ოპტას რეიტინგში
ფეხბურთიფეხბურთი

მსოფლიოს საუკეთესო ლიგები - სად არის ეროვნული ლიგა ოპტას რეიტინგში

1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

რომელია რეალურად მსოფლიოში ყველაზე ძლიერი საფეხბურთო ლიგა? - ოპტა გვეუბნება, რომ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა შეუძლია და მეტიც საერთოდ ყველა ქვეყნის პროფესიონალურ ჩემპიონატს შეადარებს ერთმანეთს.


ოპტას თქმით, მათ სიძლიერის რეიტინგს შეუძლია მონაცემებზე დაფუძნებული პასუხი გასცეს ამ კითხვას და ლიგების სიძლიერე არა მხოლოდ ცალკეული გუნდების, არამედ მთლიანად ჩემპიონატების დონით შეაფასოს.


რომელია ამჟამად მსოფლიოში ყველაზე ძლიერი საფეხბურთო ლიგა?

წლების მანძილზე არ წყდებოდა დავა ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა ბოლო წლებში ინგლისის პრემიერ ლიგის უპირატესობა ნათლად გამოიკვეთა. შემდეგ კი მოდიოდნენ ლა ლიგა, ბუნდესლიგა, სერია A და ლიგა 1. ეს ხუთეული ცნობილია, როგორც ევროპის ტრადიციული „ტოპ-5“ და სწორედ ამ თანმიმდევრობით არიან განლაგებული UEFA-ს კოეფიციენტების რეიტინგშიც.



მაგრამ დღესაც ასეა? და თუ ასეა, რამდენად დიდია სხვაობა მათსა და დანარჩენ ლიგებს შორის?


რას ვიტყვით ევროპის ფარგლებს გარეთ არსებულ ჩემპიონატებზე, როგორიცაა MLS, საუდის პრო ლიგა, ბრაზილიის სერია A ან არგენტინის პრიმერა დივიზიონი? არსებობს თუ არა მეორე დონის ჩემპიონატი, მაგალითად ინგლისის ჩემპიონშიპი, რომელიც მსოფლიოს სხვა ქვეყნების უმაღლეს ლიგებზე ძლიერია? და შეიძლება თუ არა ამ მონაცემებით განვსაზღვროთ, ვინ უფრო ძლიერ ლიგაში თამაშობს — კრიშტიანუ რონალდუ თუ ლიონელ მესი? ამ და კიდევ მრავალ სხვა კითხვაზე პასუხის გაცემაში Opta Power Rankings დაგვეხმარება.
ამის მიზეზი ის არის, რომ Opta Power Rankings იგივე მოდელს იყენებს, რომელიც ორგანიზაციამ მსოფლიოში საუკეთესო საფეხბურთო გუნდების შესაფასებლად იყენებს. 


ოპტაზე დაყრდნობით, თითოეულ ჩემპიონატში ყველა გუნდის საშუალო რეიტინგისა და წამყვანი კლუბების თამაშის დონის ანალიზის საფუძველზე შესაძლებელია შეფასდეს როგორც ლიგის კონკურენტუნარიანობის სიღრმე, ისე მისი საერთო ხარისხი მსოფლიოს ნებისმიერი საფეხბურთო ჩემპიონატისთვის.


როგორ მუშაობს ეს სისტემა - Opta Power Rankings მსოფლიოს მასშტაბით 15 000-ზე მეტ მამაკაცთა და ქალთა საკლუბო გუნდს აფასებს მოწინავე სტატისტიკური და შესრულების მაჩვენებლების საფუძველზე. თითოეულ გუნდს ენიჭება ქულა გლობალურ შკალაზე - 0-დან (ყველაზე სუსტი) 100-მდე (ყველაზე ძლიერი).


თუ კონკრეტულ ლიგაში მონაწილე ყველა გუნდის საშუალო რეიტინგს გამოვითვლით, შეგვიძლია განვსაზღვროთ, რომელი ჩემპიონატებია ელიტური კლუბების ყველაზე მაღალი კონცენტრაციის ადგილი. ეს კი მთლიანობაში ლიგის სიძლიერის ერთ-ერთი ყველაზე სანდო მაჩვენებელია.


მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია სამი ძირითადი მაჩვენებელი:


ლიგის საშუალო რეიტინგი (League average rating) — კონკრეტულ ჩემპიონატში მონაწილე ყველა კლუბის საშუალო რეიტინგი.


ტოპ-10 კლუბის საშუალო რეიტინგი (Top 10 clubs average) — თითოეულ ლიგაში რეიტინგით ათი საუკეთესო კლუბის საშუალო შეფასება.


ტოპ-5 კლუბის საშუალო რეიტინგი (Top five clubs average) — თითოეულ ლიგაში რეიტინგით ხუთი საუკეთესო კლუბის საშუალო შეფასება.


ამგვარი დაყოფა საშუალებას გვაძლევს, დავინახოთ განსხვავება იმ ჩემპიონატებს შორის, სადაც მხოლოდ რამდენიმე გამორჩეული კლუბია (მაგალითად, პორტუგალიის პრიმეირა ლიგა და ნიდერლანდების ერედივიზია), და იმ ლიგებს შორის, რომლებიც მრავალი ძლიერი გუნდის ხარჯზე უფრო თანაბარი და ღრმა კონკურენციით გამოირჩევიან.




საქართველოს ეროვნული ლიგა 92-ე პოზიციაზეა. 


საშუალო ქულა - 68.8

ტოპ 10-ის ქულა- 68.8

ტოპ 5-ის ქულა - 71.3


ეროვნული ლიგა 2  56.7 ქულით 188-ე პოზიციაზეა, ხოლო სიის ბოლო, 316 ადგილს 8 ქულით შოტლანდიის რეგიონალური ლიგა იკავებს.



ნიკოლოზ კვარაცხელია

ნიკოლოზ კვარაცხელია

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

მსოფლიოს საუკეთესო ლიგები - სად არის ეროვნული ლიგა ოპტას რეიტინგში

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მსოფლიოს საუკეთესო ლიგები - სად არის ეროვნული ლიგა ოპტას რეიტინგში
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რეალმა როდრის თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყო

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რეალმა როდრის თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყო
•ფეხბურთი

ფეხბურთი

არბელოას რეალიდან 21 წლის ფეხბურთელს იმატებს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

არბელოას რეალიდან 21 წლის ფეხბურთელს იმატებს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ლევანდოვსკის აგენტი: „რატომ არ დარჩა რობერტი ევროპაში?"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ლევანდოვსკის აგენტი: „რატომ არ დარჩა რობერტი ევროპაში?"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

1 სთ წინ

მსოფლიოს საუკეთესო ლიგები - სად არის ეროვნული ლიგა ოპტას რეიტინგში

News image

1 სთ წინ

რეალმა როდრის თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყო

News image

1 სთ წინ

არბელოას რეალიდან 21 წლის ფეხბურთელს იმატებს

News image

35 წთ წინ

ლევანდოვსკის აგენტი: „რატომ არ დარჩა რობერტი ევროპაში?"

კომენტარები

ლინკის დაკოპირება