• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
მწვანე ქუჩელებისა და ბუშუოკერების დაპირისპირება 14 წლის შემდეგ -  მილუოლი v ვესტ ჰემი
ფეხბურთიფეხბურთი

მწვანე ქუჩელებისა და ბუშუოკერების დაპირისპირება 14 წლის შემდეგ - მილუოლი v ვესტ ჰემი

1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

პრემიერ ლიგაში გატარებული 14 სეზონის შემდეგ, ჩაქუჩები კვლავ ჩემპიონშიფში დაქვეითდნენ. გულშემატკივარი მაშინვე მომავალ დოკერების დერბიზე ალაპარაკდა - ვესტ ჰემისა და მილუოლის ლეგენდარულ დაპირისპირებაზე, რომელიც ბრიტანეთში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი და ისტორიულია. ინგლისის ჩემპიონშიფის მერვე ტურის მატჩში გუნდები ერთმანეთს დენის სტადიონზე 14 წლის შემდეგ პირველად შეხვდებიან.


აღმოსავლეთ ლონდონში მილუოლ ათლეტიკისა და თემზ აირონვორქსის სახელით ერთმანეთისგან ხუთი კილომეტრის მანძილზე დაარსებული გუნდების დაპირისპირების ისტორია შორეულ 1899 წელს იწყება. ძაღლების კუნძულსა და ქენინგ თაუნში დაარსებული ლონდონური კლუბები პირველად ერთმანეთს 1899/1900 წლების სეზონის ასოციაციის თასზე შეხვდნენ - დაპირისპირებას დოკერების დერბი ეწოდა, ამის მიზეზი კი ის იყო, რომ ორივე გუნდის გულშემატკივართა სრულ უმრავლესობას მდინარე ტემზის გემთსაშენ ქარხნებში მომუშავე დოკერები (ნავსადგურის, პორტისა თუ გემთსაშენი ქარხნების მუშები) შეადგენდნენ. გულშემატკივრები კონკურენტ კომპანიებში მუშაობდნენ, რაც ხშირად მათ შორის სხვადასხვაგვარ შეჯიბრებს წარმოქმნიდა - ამ ყველაფერმა კი გუნდებს შორის არსებული სპორტული დაძაბულობა კიდევ უფრო გაამწვავა.


დოკერები 1900-წლების დასაწყისში.


მილუოლსა და ვესტ ჰემს შორის დღემდე 99 ოფიციალური შეხვედრა ჩატარდა - საიდანაც 38-ჯერ გამარჯვება ლომებს დარჩათ, 34-ჯერ ჩაქუჩებს, ხოლო 27 შეხვედრა ფრედ დასრულდა. პირველ მსოფლიო ომამდე გუნდები სულ რაღაც 16 წლის განმავლობაში 60-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, უმეტესად სამხრეთისა და დასავლეთის საფეხბურთო ლიგებში, ხოლო 1916 წლის შემდეგ დოკერების დერბი გულშემატკივარმა სულ 39-ჯერ იხილა - ამის მიზეზი კი ის იყო, რომ კლუბები ძირითადად სხვადასხვა დივიზიონში ასპარეზობდნენ და ინგლისის საფეხბურთო ლიგის ერთსა და იმავე იერარქიულ საფეხურზე მხოლოდ 13 სეზონი გაატარეს. გუნდები უკანასკნელად ერთმანეთს 2011/12 წლების ჩემპიონშიფის სეზონში შეხვდნენ - მატჩი, რომელსაც წითელი ბარათის გარეშე არ ჩაუვლია, ჩაქუჩების გამარჯვებით 2:1 დასრულდა.


მილუოლი 2:1 ვესტ ჰემი. 1992.


გუნდებს შორის არსებული მეტოქეობა ღრმად არის ფესვგადგმული ბრიტანული საფეხბურთო ხულიგანიზმის ისტორიასა და კულტურაში. დაპირისპირება ასახულია წიგნებსა და ფილმებში, რომლებიც კონკრეტულად ამ კლუბების ორ ხულიგნურ დაჯგუფებას Inter City Firm-ს (ან Mile End Boys-ს) და Millwall Bushwackers-ს შორის არსებულ სიძულვილზე ამახვილებს ყურადღებას. გულშემატკივრებს შორის ძალადობა პერიოდულად იჩენდა ხოლმე თავს, რასაც 1976 წელს მილუოლის ფანის დაღუპვა, ხოლო 1986 წელს ვესტ ჰემის ქომაგის მკვლელობა მოჰყვა. ყველაზე ბოლოს, 2009 წელს აფტონ პარკზე მომხდარ არეულობას, სტადიონსა და მის გარშემო გულშემატკივართა შორის არაერთი შეტაკება მოჰყვა. 2011/12 წლების სეზონში გამართული ბოლო ორი შეხვედრის დროს, მეტროპოლიტენის პოლიციამ სრულიად ლონდონის მასშტაბით უსაფრთხოების სპეციალური არაერთი ოპერაცია ჩაატარა, რათა მატჩებს ინციდენტების გარეშე ჩაევლო. 


სწორედ ერთ-ერთ ასეთ ისტორიას მოგვითხრობს ლექსი ალექსანდერის 2005 წელს გადაღებული სპორტულ-კრიმინალური დრამა მწვანე ქუჩის ხულიგნები, რომელიც წლების განმავლობაში ერთ-ერთ საკულტო ფილმად ჩამოყალიბდა. ფილმში ჰარვარდიდან გარიცხული ამერიკელი სტუდენტი, რომლის როლსაც ლეგენდარული ელაიჯა ვუდი ასრულებს, ლონდონში თავის დასთან მიდის, სადაც ის შემთხვევით ვესტ ჰემის ხულიგანთა დაჯგუფების ერთ-ერთ წევრთან მეგობრდება და მალე ამ სამყაროს წევრი ხდება.


"მწვანე ქუჩის ხულიგნები". 2005.


1970-წლები ინგლისურ ფეხბურთში ხულიგანიზმის აღზევევის შავბნელ ეპოქად მიიჩნევა - ამ პროცესებს სათავეში კი სწორედ ამ ორი გუნდის ზემოთხსენებული დაჯგუფებები ედგნენ. 1976 წელს მომხდარ ტრაგედიას, რომლის დროსაც მილუოლის გულშემატკივარი მატარებლიდან გადავარდა და დაიღუპა, გაგრძელება ორი წლის შემდეგ 1978 წელს მოჰყვა - ლომების გულშემატკივრები მატჩზე ფლაერებით გამოცხადდნენ:


მისთვის შურისსაძიებლად, ვესტ ჰემის გულშემატკივარი უნდა მოკვდეს


მძიმე ფონს შინ განადგურებული მილუოლი დაემატა - 0:3 და სრული არეულობა ქუჩებში. პოლიციის კოლოსალურმა მობილიზებამ გულშემატკივრის ნაკადი მაინც ვერ შეაჩერა - 6 პოლიციელი დაშავდა, 70-მდე მოქალაქე დააკავეს და დიდი რაოდენობით ხელნაკეთი ცივი იარაღი ამოიღეს. 



1988 წელს მილუოლმა მეორე დივიზიონი მოიგო და პირველად ისტორიაში ვესტ ჰემთან ერთად უმაღლეს ლიგაში აღმოჩნდა - ლურჯებმა ჩაქუჩებს ორივე მატჩი მოუგეს, რაც პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ერთმა მხარემ მეორეს ლიგაში სეზონის ორივე მატჩში სძლია. ვესტ ჰემი იმავე სეზონში დაქვეითდა, ხოლო მილუოლმა მეათე ადგილი დაიკავა, რაც დღემდე მათი რეკორდული შედეგია. 1988–89 წლების სეზონი ერთადერთია, როდესაც ორივე გუნდი ინგლისური ფეხბურთის უმაღლეს დივიზიონში ერთდროულად ასპარეზობდა - მილუოლი უმაღლესი ლიგიდან 1989/90 წლების სეზონში გავარდა და მას შემდეგ აღარც დაბრუნებულა.


1993/94 წლების სეზონში, ჰილსბოროს კატასტროფის შემდეგ გამოქვეყნებული ტეილორის ანგარიშის საფუძველზე, მილუოლი პირველ სპეციალურად აშენებულ, სრულად დასაჯდომ ტრიბუნიან სტადიონზე გადავიდა. ჩაქუჩები პრემიერლიგაში აღზევდნენ და იქ ათი სეზონი გაატარეს, რის გამოც დაპირისპირებულ გუნდებს 12 წელი დასჭირდათ ნიუ დენიზე სათამაშოდ. 2004 წლის 21 მარტს მილუოლი და ვესტ ჰემი ერთმანეთს დედის დღის კვირაში დაუპირისპირდნენ. მასპინძლებმა ჩაქუჩები 4:1 გაანადგურეს, რაც ლიგაში ამ გუნდებს შორის დაფიქსირებული ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვებაა. სტადიონსა და ქუჩებში არეულობამ იფეთქა - ეს დღე ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში დედის დღის ხოცვა-ჟლეტის სახელით შევიდა. 


მილუოლი 4:1 ვესტ ჰემი - დედის დღის ხოცვა-ჟლეტა. 2004.


დოკერების დერბიში ასეთი ბრუტალური ისტორიები მრავლადაა და თითოეულის გახსენება შორს წაგვიყვანს - უსაფრთხოების ზომების უმაღლეს დონეზე დაცვის მეშვეობით, თანამედროვე ფეხბურთში მსგავსი ფაქტები უფრო ნაკლებად ხდება. შეგახსენებთ, მოსისხლე მეტოქეები ერთმანეთს შაბათს, 19 სექტემბერს, 15:30-ზე ჩემპიონშიფის მერვე ტურის მატჩში დაუპირისპირდებიან - ჩვენ ისღა დაგვრჩენია მონატრებულ დერბის ვუყუროთ და ვიმედოვნოთ, რომ ყველაფერი მშვიდობიანად ჩაივლის.

ნიკოლოზ კვარაცხელია

ნიკოლოზ კვარაცხელია

ჩემპიონშიფი
პრემიერ ლიგა
ვესტ ჰემი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

2004 წლის შემდეგ პირველად - არსენალი ისტორიულ სვლაზეა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

2004 წლის შემდეგ პირველად - არსენალი ისტორიულ სვლაზეა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბრიტანული მედია მამარდას აკრიტიკებს: "შესანიშნავი სეივი იყო, თუმცა..."

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბრიტანული მედია მამარდას აკრიტიკებს: "შესანიშნავი სეივი იყო, თუმცა..."
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ირაოლა მამარდას აქებს: "მახსოვს ის შესანიშნავი სეივი"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ირაოლა მამარდას აქებს: "მახსოვს ის შესანიშნავი სეივი"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

სტრიმი, ბანი და შემცირებული რეიტინგი! - კოულ პალმერის კურიოზული თავგადასავალი

•ფეხბურთი

ფეხბურთი

სტრიმი, ბანი და შემცირებული რეიტინგი! - კოულ პალმერის კურიოზული თავგადასავალი
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

15 სექ, 2026

2004 წლის შემდეგ პირველად - არსენალი ისტორიულ სვლაზეა

News image

16 სექ, 2026

ბრიტანული მედია მამარდას აკრიტიკებს: "შესანიშნავი სეივი იყო, თუმცა..."

News image

16 სექ, 2026

ირაოლა მამარდას აქებს: "მახსოვს ის შესანიშნავი სეივი"

News image

20 სთ წინ

სტრიმი, ბანი და შემცირებული რეიტინგი! - კოულ პალმერის კურიოზული თავგადასავალი

კომენტარები

ლინკის დაკოპირება