პრემიერ ლიგის მე-9 ტურში არსენალმა სტუმრად ლივერპული დაამარცხა.
შეხვედრა ენფილდზე გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.
მატჩის ერთადერთი გოლი მე-16 წუთზე კაი ჰავერცმა დეკლან რაისის პასით გაიტანა და ინგლისის მოქმედი ჩემპიონისთვის ეს გამარჯვებისთვის საკმარისი აღმოჩნდა.
არსენალმა 24 ქულა დააგროვა, სიტის ზედიზედ მეორე წაგებით ისარგებლა და ცხრილში ერთპიროვნულად გალიდერდა, ლივერპული კი 15 ქულით მე-5 პოზიციაზეა.