ნაჩომ გაკვირვება გამოთქვა, რომ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, ნაკრებში აღარ იძახებენ.
განვლილ კონტინენტალურ პირველობაზე ესპანელმა 4 მატჩი ითამაშა, მოედანზე ჯამში 262 წუთი ჩაატარა და ესპანეთის ნაკრებთან ერთად ტიტულიც მოიგო. თუმცა, არაბულ ალ ქადსიაში გადასვლის შემდეგ, ნაკრებში აღარ ეძახიან.
„გაკვირვებული დავრჩი, რომ ევროს მერე ნაკრებში აღარ მიძახებენ. ის კი არა, საერთოდ ერთადერთი ვარ, ვისაც საერთოდ არ დაურეკეს.
ეროვნული ნაკრებიდან არანაირ სიახლეს არ ვიღებ და მწვრთნელთან საერთოდ არ მილაპარაკია." - აღნიშნა რეალის ყოფილმა მცველმა.