ნაკრების სრული კრახი დგებუაძის ზღაპრულ მატჩში - როგორ მოახერხეს ეს?!
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
საქართველოს 16-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ევრობასკეტზე გამოსვლა წარუმატებლად დაიწყო.
ჩვენი გუნდი ისრაელს დაუპირისპირდა და პირველი სამივე მეოთხედი წააგო, ბოლო პერიოდი კი, რომელიც 3-ქულიანი სხვაობით მოიგო, ფორმალობა იყო - 75:97.
ქულების, ასისტებისა და ეფექტიანობის ინდექსის მხრივ, ორივე გუნდში საუკეთესო ცოტნე დგებუაძე გახლდათ - 27:35 წუთში 26 ქულა, 4 მოხსნა, 8 ასისტი შეასრულა და ეფექტიანობის ინდექსი 25 ჰქონდა.
11 ქულა მიითვალა ანდრია ჭკადუამ, ლუკა გაბისიანმა 8 ქულა ჩაიწერა აქტივში, ბუბა კვასტიანმა - 7, ხოლო ნიკოლოზ მარკოიშვილმა და ლევან გაჩეჩილაძემ - 6-6.
საქართველოს ნაკრები ჯგუფში, ისრაელის გარდა, ესპანეთთან და საბერძნეთთან არის. პირველ ტურში, ესპანელებმა ბერძნებს ოვერტაიმით მოუგეს.
რაც შეეხება ფორმატს, ჯგუფური ეტაპიდან 1/8 ფინალში ყველა, 4-ვე გუნდი გადის, ოღონდ, ქულებსა და ბურთების სხვაობას გავლენა ექნება იმაზე, პლეი-ოფში რომელ მეტოქეს შეხვდები.
საქართველოს ნაკრები მომდევნო, მე-2 ტურში ესპანეთს დაუპირისპირდება - 8 აგვისტოს 21:30 საათზე. პირდაპირი რეპორტაჟი ევრობასკეტის ოფიციალურ Youtube არხზეა, რომელიც აქვეა.