მძიმე წაგებების შემდეგ ქართველებმა პლეი-ოფში გაისროლეს
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე წყალბურთის 16-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე დაიწყო საპლეიოფო ეტაპი, რომელშიც საქართველოს ნაკრებიც მონაწილეობს.
მარკო ბალდინეტის გაწვრთნილმა ჩვენმა გუნდმა, 2-2 მოგება-წაგებით, ჯგუფური ეტაპი მე-19 ადგილზე დაასრულა და პლეი-ოფში მე-17 ადგილისთვის ბრძოლას აგრძელებს.
პირველი მეტოქე გახლდათ ყაზახეთი, რომელსაც ქართველებმა 10:7 აჯობეს. ლუკა იობიძემ და გიორგი სურმავამ 3-3 გოლი შეაგდეს, 2-ჯერ თავი ალექსანდრე ვასაძემ გამოიჩინა, თითო-თითო გოლი კი პეტრე ჩომახიძემ და საბა აბულაძემ შეაგდეს.
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრების მომდევნო მეტოქეა სინგაპური, რომელმაც კანადას 9:8 მოუგო. გამარჯვებული, მე-17 ადგილის გამოსავლენ შეხვედრაში, ნიდერლანდებსა და მონტენეგროს შორის მოგებულს შეხვდება.
შეგახსენებთ, ჩვენმა გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე პორტუგალია (7:4) და ურუგვაი (21:5) დაამარცხა, მასპინძელ ხორვატიასთან (4:20) და სერბეთთან კი (2:15) განადგურდა.