ფრანგული გამოცემა Top Mercato დინამო თბილისის ფეხბურთელს, მაქსიმ ტეიშეირას დაუკავშირდა და მას თორნიკე კვარაცხელიაზე ესაუბრა.
ტეიშეირამ ახალგაზრდა თანაგუნდელი შეაქო. ტეიშეირამ აღნიშნა:
ჩემთვის აგენტისგან გახდა ცნობილი, რომ ხვიჩა კვარაცხელიას უმცროსი ძმა დინამო თბილისში თამაშობდა. ასაკში განსხვავების გამო თავიდან ვერ ვიცანი, თუმცა როგორც კი მისი დრიბლინგი ვიხილე, მივხვდი, რომ ის ნამდვილად კვარას ძმა იყო.
გარდა ამისა, Top Mercato-მ ინტერვიუ დინამო თბილისის ერთ-ერთი ყოფილი მეტოქის, მონდორფის ფეხბურთელ ჰატიმ ფარსაც ჩამოართვა. ფარსმა განაცხადა:
ჩვენ ერთნაირი დრიბლინგი გვაქვს და მისი ხარისხით, პოტენციალითა და ხასიათით, რომელსაც მოედანზე აჩვენებს, გავკვირვებული დავრჩი. აუცილებელია გვახსოვდეს, რომ ჯერ 16 წლისაა. ასაკთან შედარებით საოცარი აჩქარება აქვს. მის წინააღმდეგ თამაში ძალიან გაგვიჭირდა. ნამდვილი ტალანატია და არ გამიკვირდება, რომ 18 წლის ასაკში დიდ კლუბში გადავიდეს.