1976 წლის 3 სექტემბერს, დინამო თბილისმა საბჭოთა კავშირის თასი ისტორიაში პირველად მოიგო.
აღნიშნული წარმატების 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენას შესასვლელთან გაიხსნა მემორიალური დაფა, რასაც ილია ბაბუნაშვილის წიგნის - ჩემი გაზაფხული პრეზენტაცია მოჰყვა, შემდეგ კი გიგა გვენცაძის ფილმის, ახალი გუნდი (მეექვსე ფინალი) პრემიერა შედგა.
ღონისძიებებებს ვეტერანი ქართველი ფეხბურთელები, სპორტის სამინისტროს, თბილისისის მერიის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები, გულშემატკივრები, სპორტის ჟურნალისტები, მათ შორის სომხეთის სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი, ედუარდ კალანტარიანი და ვიცე-პრეზიდენტი ხაჩიკ ჩახოიანი დაესწრნენ.
1976 წლის საბჭოთა კავშირის თასის ფინალში, დინამო თბილისმა არარატ ერევანს 3:0 მოუგო - გოლები ყიფიანმა, კანთელაძემ (პენალტით) და ჩელებაძემ შეაგდეს.
დედაქალაქურ გრანდს აღნიშნული ტურნირი სულ ორჯერ აქვს მოგებული - 1976 და 1979 წლებში.
ფოტო: საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია